მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქვეყანაში მეფუტკრეთა შვიდი ასოციაციაა და ყველას განსხვავებული მოსაზრება აქვს" - ხატია წილოსანი

60af60d9c8362
ინგა მურუსიძე
27.05.21 23:00
796
ქვეყანაში მეფუტკრეთა შვიდი ასოციაციაა და ფასილიტაციას უფრო მეტი დრო სჭირდება, ვიდრე საქმეზე იხარჯება, - ამის შესახებ დეპუტატმა, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ხატია წილოსანმა აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, შვიდი ასოციაციის ამდენივე თავმჯდომარეს თითქმის ყველაფერზე ერთმანეთისგან განსხვავებული პოზიცია აქვს და ერთმანეთს არც კი ესალმებიან.

„მეფუტკრეობის მიმართულებით ქვეყანაში არის შვიდი ასოციაცია, ეს არის ერთი დიდი გამოწვევა, რადგან ყველას აქვს განსხვავებული მოსაზრება და ერთმანეთს გამარჯობასაც კი არ ეუბნებიან. რაც მოსწონს ერთს, არ მოსწონს მეორეს, მას მოსწონს და მესამეა წინააღმდეგი და ასე ხდება დაუსრულებლად. ფასილიტაციას სჭირდება უფრო მეტი დრო იმის ნაცვლად, რომ საქმეზე ვიყოთ ორიენტირებული. ძალიან ხშირად სამინისტრო ეკიდებოდა ფრთხილად ნებისმიერ ინიციატივას და ეს აფერხებდა პროცესს, რადგან არც ერთი ჯგუფის ინტერესების იგნორირება არ გვინდოდა და შეუძლებელია შვიდი ასოციაციის განსხვავებული მოსაზრების დაკმაყოფილება ერთი კონკრეტული უწყების მხრიდან, ამიტომ კერძო სექტორსაც მართებს მეტი თანამშრომლობა და საერთო პოზიციონირება იმისთვის, რომ ლობირება გაუწიოს მისთვის მნიშვნელოვან საკითხებს სახელმწიფო სტრუქტურებთან საუბრისას.

შეუძლებელია მივიღოთ ან დავაინიციროთ კანონი და ამაზე ერთი ამბავი არ ატყდეს, რადგან ერთი თანახმაა და დანარჩენი ექვსი წინააღმდეგია. იყოს ეს შვიდი ასოციაცია, თუ ყველას უნდა თავისი პრეზიდენტი ჰყავდეს, თუმცა გაერთიანდით შვიდი ადამიანი, შექმენით ერთი პლატფორმა და ვითანამშრომლებთ მასთან“, - მიმართა მეფუტკრეებს წილოსანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები