მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რა ვუთხრათ ინვესტორებს - გიხაროდეთ, მტკიცებულებები არ გვაქვს, ამიტომ მშვიდად იყავით?!" - იურისტი

64396145c7e08
ვიქტორია მღებრიშვილი
14.04.23 18:33
1849
იურისტი, იურიდიული ფირმა BLB-ის მმართველი პარტნიორი კახა შარაბიძის შეფასებით, აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების სანქცირება ქვეყნის საინვესტიციო იმიჯზე უარყოფითად აისახება. ამის შესახებ მან გადაცემა #წერტილში ისაუბრა.

საკითხის კომენტირებისას ის პარალელს სისხლიან დანაშაულთან ავლებს, სადაც ყველა გარემო ფაქტორი სახეზეა, თუმცა იარაღი, რომლითაც დანაშაული ჩაიდინეს, ვერ მოიძებნა. კახა შარაბიძე აცხადებს, რომ ინვესტორები არგუმენტად არ მიიღებენ იმას, რომ სანქცირების მტკიცებულებები არ არსებობს.

„იგივე ინვესტიციებზე, რა ვუთხრათ ინვესტორებს - გიხაროდეთ ჩვენ [მოსამართლეების სანქცირების] მტკიცებულებები არ გვაქვს და ამიტომ მშვიდად იყავითო?! ნუ ნერვიულობთ, ქვეყანაში ყველაფერი კარგად არისთქო?... კი არის იქ დანაშაულის სცენა, შეიძლება იქ გვამიც იყოს, მაგრამ რადგან სისხლიანი დანა არ ჩანს, ყველაფერი კარგად არის ?! - ამას არავინ დაიჯერებს“, - ამბობს შარაბიძე.

ის დასძენს, რომ ქვეყანაში კარგი და ღირსებული მოსამართლეებიც არსებობენ. „არიან ძალიან კარგი და ღირსეული მოსამართლეები, რომელთაც იგივე ხელფასი აქვთ როგორიც სხვა მოსამართლეებს, მაგრამ იმ ქონებებს ვერ ყიდულობენ, რა ქონებებიც სხვა მოსამართლეებს აქვთ“, - აცხადებს BLB-ის მმართველი პარტნიორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები