მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რადისონ ბლუ ივერია თბილისს" და "რესპუბლიკას" ახალი გენერალური მენეჯერი ჰყავს

64bfbb2fe698a
BM.GE
25.07.23 16:19
7546
"რადისონ ბლუ ივერია თბილისს" და "რესპუბლიკას" ახალი გენერალური მენეჯერი ჰყავს. ამიერიდან სასტუმროს და მულტიფუნქციურ ცენტრს ილია საგანელიძე უხელმძღვანელებს.

ილია საგანელიძე "სილქ როუდ ჯგუფს" 2009 წლიდან შეუერთდა, აქვს სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესში 20-წლიანი გამოცდილება. ილია ბოლო 2 წლის განმავლობაში იკავებდა „რადისონ ბლუ ბათუმის“ გენერალური მენეჯერის, მანამდე კი „პარკ ჰოტელ წინანდალის“ გენერალური მენეჯერის პოზიციას.

“ჩემს წარმატებულ კარიერაში დიდი წვლილი „სილქ როუდ ჯგუფს“ მიუძღვის, რადგან ის მუდმივად ზრუნავდა ჩემს პროფესიულ ზრდაზე, მაძლევდა ახალ შესაძლებლობებს, მიწესებდა ახალ გამოწვევებს და, რაც მთავარია, აფასებდა ჩემს შრომასა და მონდომებას. ალბათ, ამის დამსახურებაა ისიც, რომ მეც ზუსტად ასეთი მიდგომა მაქვს ჩემი გუნდის წევრების მიმართ – ვცდილობ, ყველა მათგანს მივცე პოტენციალის ბოლომდე გამოვლენის შესაძლებლობა.

სასტუმრო რადისონ ბლუ ივერია, თბილისის სიმბოლოა, ჩემთვის ამ გუნდთან მუშაობა დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. ამ სასტუმრომ არაერთი საერთაშორისო პრესტიჟული ჯილდო და აღიარება მოუტანა ქვეყანას. მოედნის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეაქვს რესპუბლიკას, თავისი რესტორნებით, განსაკუთრებული მენიუთი და მაღალი დონის ღონისძიებებით. დარწმუნებული ვარ ეს სინერგია კიდევ უფრო მიმზიდველ მიმართულებად აქცევს თბილისს მოგზაურებისთვის“, - ილია საგანელიძე

თბილისის არქიტექტურული ლანდშაფტის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლო „რადისონ ბლუ ივერია“ დედაქალაქის ცენტრში მდებარე 5-ვარსკვლავიანი სასტუმროა, რომელიც მოიცავს 236 სასტუმრო ოთახს, 3 რესტორანსა და სპა ცენტრს. სასტუმრო „სილქ ჰოსფითალითის“ მმართველობაშია.

დღესდღეობით „სილქ ჰოსფითალითი“ აერთიანებს სტუმარმასპინძლობის სფეროს 20-მდე ობიექტს, მათ შორის, საერთაშორისო თუ ადგილობრივი ბრენდების ოთხ სასტუმროს თბილისში, ბათუმსა და კახეთში.

(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები