მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რაგბის კავშირის ბიუჯეტი დეფიციტურია" - ნიკოლოზ ალავიძე

62d284f99bcb8
მარიამ ვარადაშვილი
16.07.22 13:54
1547

რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლოზ ალავიძე აცხადებს, რომ რაგბის კავშირის წლევანდელი ბიუჯეტი, რაც 27.5 მლნ ლარს შეადგენს, დეფიციტურია. როგორც გადაცემა “BMG დრაივში” ალავიძემ თქვა, ეს ბიუჯეტი რამდენიმე მიმართულებით მათ შორის, შიდა ჩემპიონატისა და ბავშვთა რაგბის განვითარებაზე იხარჯება. 

“პირდაპირ გეტყვით, რომ ეს დეფიციტური ბიუჯეტია. ჩვენთვის ყოველთვის მთავარი პრიორიტეტი ბავშვთა რაგბის განვითარება და სამსაჯო/ სამწვრთნელო კონტიგენტის გაძლიერებაა, რადგან თუ საუკეთესო საძირკველი არ გააკეთე, ზემოდან როგორი ძვირფასი მასალითაც არ უნდა დააშენო სახლი ვერ დადგება. ასევე პრიორიტეტულია შიდა ჩემპიონატების ჩატარება და მნიშვნელოვანია ბიუჯეტი ამ მიმართულებითაც გადანაწილდეს, რადგან შიდა ჩემპიონატი ეროვნული ნაკრების  მკვებავია. რთულია ერთი რომელიმე პრიორიტეტის გამოყოფა და ვცდილობთ ისინი დავაბალანსოთ”,-აცხადებს ალავიძე. 

მისივე თქმით, სპონსორებთან მოლაპარაკებებისას რაგბის კავშირი ასევე ცდილობს ისინი ეროვნული ნაკრების დაფინანსების გარდა, შიდა ჩემპიონატითაც დააინტერესოს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები