მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რეალურად რაც გვაქვს აკრძალული, ის მართლა აკრძალული უნდა იყოს" - ლელა სტურუა კოვიდ-წესებზე

610051baa68e1
თამთა ჯიჯავაძე
27.07.21 23:20
731
რეალურად რაც გვაქვს აკრძალული, ის მართლა უნდა იყოს აკრძალული, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ლელა სტურუამ კოვიდ-წესებიდ დაცვის მნიშვნელობაზე საუბრისას განაცხადა.

„ძალიან კარგია ის, რომ ჩვენ უნდა დავიცვათ კოვიდ-წესები, მაგრამ ვიღაცამაც უნდა მოგვთხოვოს. ვინაიდან მე ვიცავ წესებს, მაგრამ სამწუხაროდ, ყველა არ არის ისეთი, რომ დაიცვას. რეალურად რაც გვაქვს აკრძალული, ის მართლა უნდა იყოს აკრძალული. არ უნდა დავუშვათ მაგალითად, აჭარაში 300 და მეტკაციანი ქორწილები, ნათლობები და ა.შ. აუცილებელია მკაცრად დავიცვათ არსებული შეზღუდვები. დამატებითი შეზღუდვები არ გვინდა, ამაში ყველა ვთანხმდებით“, - განაცხადა მან.

ცნობისთვის, ამ დროისთვის პირბადის ტარება ღია სივრცეში არ არის სავალდებულო. თუმცა, დახურულ სივრცეში პირბადის გარეშე ყოფნა აკრძალულია.

გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 245 ათასზე მეტ კანონდამრღვევ მოქალაქეს და 344 იურიდიულ პირს პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებზე დაწესებული ჯარიმები ჩამოეწერებათ. ინფორმაცია პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გასულ თვეში გააჟღერა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები