მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რეგიონებში ახალგაზრდები რაღაცამ უნდა გააჩეროს... მეფუტკრეობა ერთ-ერთი ასეთი საქმეა" - მეფუტკრე

6308aadf3b1ef
ალა ისპირიანი
26.08.22 22:30
1266
ონელი მეფუტკრისა და ტრენერის გიორგი ბერუჩაშვილის თქმით, კვალიფიციური მეფუტკრეების გაზრდის მიზნით, ქალაქ ონში არსებულ აგრო კლუბში მოსწავლეებს, დედა ფუტკრის წარმოებას შეასწავლიან.

მისი თქმით, პროექტი გაეროს მიერაა დაფინანსებული და ჯამში 10 000 ლარს შეადგენს.

„სულ არის საუბარი კვალიფიციური მეფუტკრეების დეფიციტზე, ამიტომ ჩვენი მიზანია მეფუტკრეობის მიმართულებით ახალგაზრდები დავაინტერესოთ და ეს სფერო შევასწავლოთ. ქალაქ ონის საჯარო სკოლაში ჯერ კიდევ 2018 წელს აგრო კლუბი „ონელი ფუტკრები" დაარსდა, სადაც ბავშვები ყოველწლიურად თეორიულად და პრაქტიკულად სწავლობენ მეფუტკრეობას. პროექტში ძირითადად 9-12 კლასის მოსწავლეები არიან ჩართული და დაინტერესება დიდია. აღნიშნულ კლუბში სწავლის შემდეგ ზოგი ბავშვი უკვე საკუთარ ფუტკარს უვლის.

ვცდილობთ ინფორმაცია ბავშვებს მაქსიმალურად საინტერესოდ მივაწოდოთ და ამ საქმის პერსპექტივა დავანახოთ. კლუბი გაერომ 10 000 ლარით დააფინანსა და ამ თანხაში ბიო საფუტკრე მეურნეობა მოეწყო, გარკვეული აღჭურვილობაც შევიძინეთ და მეფუტკრეობის შესწავლასთან ერთად მომავალი წლიდან დედა ფუტკრის წარმოებასაც დავიწყებთ.

ისიც უნდა ითქვას, რომ რაჭა - ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონი ყველაზე მოწყვლადია და გულსატკენია, რომ ახალგაზრდები არ არიან. ვფიქრობ, რეგიონებში ახალგაზრდები რაღაც საქმემ უნდა გააჩეროს და მეფუტკრეობა ერთ-ერთი ასეთი საქმეა",- ამბობს მეფუტკრე.