მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რესტორნის მთავარი ხაზი “Fish and Chips"-ია" - თბილისში ახალი კვების ობიექტი გაიხსნა

6283a85f0a4ec
მარიამ იზორია
17.05.22 23:34
1638
თბილისში ახალი ობიექტი "watt's fish and chips"-ი გაიხსნა. კვების ობიექტი ბრიტანულ სამზარეულოს აერთიანებს. მთავარი ხაზი კი თევზი და ჩიფსია.

როგორც bm.ge-ს Fish and chips-ის დამფუძნებელმა მარინა მერაბიშვილმა განუცხადა, ობიექტი ძირითადად უცხოელ, კერძოდ ბრიტანელ და ამერიკელ მომხმარებელს მასპინძლობს.

მისივე თქმით, ობიექტი, რომელიც ერთდორულად 25 ადამიანს მასპინძლობს, მენიუში გარდა თევზისა და ჩიფსისა, წვნიანები და სხვა კერძებიცაა. რაც შეეხება ფასებს, Fish and chips-ის მენიუს ფასები 16-30 ლარამდე მერყეობს.

აღსანიშნავია, რომ Fish and chips-ის პირველი ობიექტი საბურთალოზე მდებარეობს და ის მომხმარებელს მხოლოდ მიტანის სერვისს სთავაზობს. კომპანია წარმოებაში თეთრი თევზის ფილის გარდა, ადგილობრივ ნედლეულს იყენებს.

„ამ პროდუქტის მომზადება შოტლანდიაში ვისწავლე. რესტორნის მთავარი ხაზი Fish and Chips-ია. სტუმრები გვეუბნებიან, რომ ბრიტანულ გემოს ძალიან ჰგავს და მსგავსი ინგლისის გარეთ არ დაუგემოვნებიათ. ჩვენთან ძირითადად უცხოელი სტუმრები დადიან, ვისაც დაუგემოვნებიათ და იციან ბრიტანული სამზარეულო. გვინდა ეს წრე გავაფართოვოთ და ჩვენი მენიუ ქართველ მომხმარებელსაც შევაყვაროთ.

რაც შეეხება ნედლეულს, ბრიტანელებისთვის კარტოფილი ძალიან მნიშვნელოვანია, გაყინული არ უყვართ, შესაბამისად, ახალქალაქის პროდუქტს ვიყენებთ. თევზის თეთრი ფილეს იმპორტს ვახორციელებთ, რომელიც სპეციალურად უნდა დამუშავდეს, ის ადგილობრივ ბაზარზე არ იშოვება“ - ამბობს Watt's Fish and chips-ის დამფუძნებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები