მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"როცა „ჯიბეზე მოგვარტყამენ“ მეტად გამოვფხიზლდებით" - ამირან გამყრელიძე

6128e069215ef
თამთა ჯიჯავაძე
27.08.21 17:17
5198
„ეს წინადადება დაავადებათა კონტროლის ცენტრს უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოსთვის უკვე წარდგენილი აქვს“, - ასე უპასუხა NCDC-ის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მედიავებინარზე BMG-ის კითხვას იმის შესახებ, რომელიც ვაქცინაციის დასაჩქარებლად აუცრელი მოქალაქეებისთვის გარკვეული დისკომფორტის შექმნას შეეხებოდა.

BMG: მიუხედავად კერძო სექტორის სხვადასხვა ინიციატივისა, წაახალისონ თანამშრომლებში ვაქცინაცია, ფაქტია, ქვეყანაში აცრის სასურველი ტემპი მაინც არაა. ამ ფონზე, ბიზნესი პერიოდულად საუბრობს იმაზე, რომ საჭიროა, სახელმწიფო დონეზე დადგინდეს რიგი წესები, რომლის დაცვა მოუწევს აუცრელ მოქალაქეს. მაგალითად: აუცრელი დასაქმებული პირი იყოს ვალდებული, რომ სამ დღეში ერთხელ გაიკეთოს ტესტი და შედეგი წარადგინოს სამსახურში.

„იცით, რომ მთელი რიგი ჯგუფები - მასწავლებლები, პოლიციელები, ექიმები, სამედიცინო პერსონალი და ა.შ. იტესტებიან ორ კვირაში ერთხელ, ზოგიერთი ჩემი კოლეგა კვირაში ერთხელ ან სამ დღეში ერთხელ. დღეს ამას უზრუნველყოფს სახელმწიფო, მაგრამ ჩვენ შევედით წინადადებით, რომ თუ ადამიანი ორჯერადად არის აცრილი, სავალდებულო ტესტირება უნდა იყოს სახელმწიფოს ხარჯზე, ხოლო თუ არ არის აცრილი, მაშინ ან დამსაქმებელმა გადაიხადოს ან თავად დასაქმებულმა; მაშინ როდესაც „ჯიბეზე მოგვარტყამენ“ უფრო მეტად გამოვფხიზლდებით“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, კოვიდ-უსაფრთხო დაწესებულება ნიშნავს ორგანიზაციას, სადაც თანამშრომლების 80% სრულად აცრილია, ხოლო თუ ქვეყანაში დაწესებულებების 80-90% იქნება კოვიდ-უსაფრთხო, მაშინ ვირუსი ვეღარ გავრცელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები