მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"როცა ხუთშაბათს გეუბნებიან – შაბათს იხურებიო, უკვე ზარალში ხარ" – ნიკა მანჯგალაძე

600d2a9e64a96
ანუკა ჯოხაძე
24.01.21 14:30
817
რესტორან “Z 10”-ის დამფუძნებელი ნიკა მანჯგალაძე სახელმწიფოს კერძო სექტორთან კომუნიკაციის ხარისხსს უწუნებს. როგორც ის ამბობს, ისინი პანდემიის განმავლობაში შესაძლო შეზღუდვების შესახებ ინფორმაციას ყოველთვის შეზღუდვების გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე იგებენ, რაც მათ საქმიანობას აზარალებს.

“არასოდეს არ გვაქვს წინასწარი ინფორმაცია არაფრის შესახებ. მე არ ვიცი, ეკონომიკური გუნდი როგორ არის დაკომპლექტებული, მაგრამ თუ ყოფილი ბიზნესმენები შედიან, უნდა იცოდნენ, რომ, როცა ხუთშაბათს გეუბნებიან – შაბათს იხურებიო, უკვე ზარალში ხარ, იმიტომ რომ სარესტორნე ბიზნესი სხვანაირად მუშაობს. არსებულ მდგომარეობაში ვცდილობთ მხოლოდ თანამშრომლების შენარჩუნებას, მაგრამ ტრანსპორტი რომ არ არის, ძალიან დიდი დარტყმაა ჩვენთვის, კომუნალურებზე კი ზედმეტია ლაპარაკი”-ამბობს რესტორან “Z 10”-ის დამფუძნებელი ნიკა მანჯგალაძე.

ცნობისთვის, დღეის მდგომარეობით, მთავრობა 1 თებერვლიდან სავაჭრო ცენტრების და ბაზრობების გახსნას გეგმავს, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა 1 მარტიდან იგეგმება. რაც შეეხება რესტორნებისთვის და სხვა ბიზნესებისთვის შეზღუდვების მოხსნას, ეს ჯერ არ იგეგმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები