მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რთველის სუბსიდირების თანხა მცირე მარნების განვითარებაში უნდა დახარჯულიყო"- „ოდა“

6308d07003ddf
ალა ისპირიანი
26.08.22 21:00
1142
საოჯახო მარანი „ოდას“ დამფუძნებელი ქეთო ნინიძე მიიჩნევს, რომ რთველის სუბსიდირების თანხა მცირე მარნების განვითარებაში უნდა დახარჯულიყო.

როგორც მან Bm.ge-სთან განაცხადა, ღვინის სფეროს განვითარებისთვის ადამიანების განათლება აუცილებელი კომპონენტია.

„ყველა ჩვენი უცხოელი კოლეგა ამბობს, რომ საქართველოდან ინდუსტრიული ღვინო არავის სჭირდება - საქართველოდან სჭირდებათ მცირე მარნები, რომელთაც ისტორია აქვთ და რომელიც მადლობა ღმერთს გვაქვს. მათ შორის ოჯახებს უზარმაზარი ისტორიები აქვთ და ამ ისტორიების გაცოცხლება და საინტერესო პროდუქტად ქცევა ძალიან წარმატებული იქნებოდა იმ ოჯახებისთვის, ვინც ღვინოს აწარმოებს.

ასევე, ჩვენს ქვეყანაში ღვინის სფეროში პროფესიული განათლების მიღება ძალიან მწირია. ჩვენ პრეტენზია გვაქვს, რომ ღვინის ქვეყანა ვართ და ამ მიმართულებით სათანადო განათლება არ გვაქვს. ასევე მნიშვნელოვანია ფინანსებზე წვდომა, მაგალითად მცირე მარნების განვითარებისთვის უპროცენტო სესხები რომ ყოფილიყო. სახელმწიფოს მხრიდან დახმარებაზე თუ ვისაუბრებთ, რთველის სუბსიდირების თანხა მცირე მარნების განვითარებისკენ, ადამიანების განათლებისა და ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესებისკენ რომ ყოფილიყო მიმართული, საქართველოში უფრო მეტი მცირე მარანი იქნებოდა. ქვეყანაში ყველანაირი პირობა არსებობს, რომ საქართველო, რუკაზე მოინიშნოს როგორც მცირე მარნების, ორგანული ღვინოების ქვეყანა“, - ამბობს იგი.

ცნობისთვის: მთავრობამ რთველი 2022-ის სუბსიდირებისთვის 150 მლნ ლარი გამოყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები