მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რუსთავი მოლი“ 2023 წელს გაიხსნება - გუგა ცანავა

62bbfa0186233
მარიამ იზორია
05.07.22 10:52
6273
რუსთავში მრავალფუნქციური კომპლექსი “რუსთავი მოლი და აპარტჰოტელი” შენდება. როგორც bm.ge-სთან სატელეფონო ინტერვიუში ინვესტორი კომპანია “ნიუ მოლის” თანადამფუძნებელმა გუგა ცანავამ განაცხადა, “რუსთავის მოლის” გახსნა 2023 წლისთვის იგეგმება.

მრავალფუნქციური კომპლექსი, რომლის ჯამური ინვესტიცია $10-15 მილიონია, აპარტჰოტელსაც გააერთიანებს.
გუგა ცანავას ინფორმაციითვე, მშენებლობის პროცესი უკვე დასრულებულია და ამ დროისთვის მოლაპარაკებები ბრენდებთან მიმდინარეობს.

მისივე თქმით, მოლი ისეთ ობიექტებს გააერთიანებს, რომლებიც აქამდე რუსთავში არ ყოფილა.

"რუსთავი მოლის გახსნა covid-ის გამო გადავადდა. ახლა უკვე გრაფიკის მიხედვით მივყვებით პროცესებს. შენობის შიდა დაგეგმარება დავასრულეთ და ბრენდებთან მოლაპარაკებებს ვიწყებთ. ეს იქნება 5 000 კვადრატული მეტრის ფართობის ტერიტორია, რომელიც ისეთ სივრცეებს გააერთიანებს, რაც აქამდე რუსთავში არ ყოფილა, მათ შორის კვების ობიექტებს, გასართობ ცენტრებს, კინოს და ა.შ.

რაც შეეხება აპარტჰოტელს, ჯერ მოლი გაიხსნება, თუმცა სასტუმრო იმ დონეზე იქნება მისული, რომ მომხმარებელს მშენებლობის პროცესმა დისკომფორტი არ შეუქმნას”, - აცხადებს გუგა ცანავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები