რუსულმა სამხედრო ძალებმა ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე ინტერნეტი და მობილური კავშირი გათიშეს – ინფორმაციას საერთაშორისო ატომური ენერგო სააგენტოს დირექტორი რაფაელ მარიანო გროსი ავრცელებს.
როგორც სააგენტო იუწყება, ეს ნიშნავს, რომ შეუძლებელი გახდა ბირთვული სადგურიდან სანდო ინფორმაციის მიღება კომუნიკაციის ჩვეულებრივი საშუალებების გამოყენებით.
მათივე ცნობით, უკრაინის ბირთვული რეულატორი ადასტურებს, რომ ატომური სადგურის თანამშრომლებთან კომუნიკაციის სერიოზული პრობლემები აქვს. საერთაშორისო სააგენტო ასევე იუწყება, რომ ზაპოროჟიეს ატომური სადგურის თანამშრომლებს პრობლემები აქვთ საკვებისა და წყლის მიწოდებასთან დაკავშირებითაც.
“შეშფოთებას იწვევს, ზაპოროჟიეს ატომურ სადგურსა და მარეგულირებელს შორის კომუნიკაციის გაუარესება, განსაკუთრებით შეიარაღებული კონფლიქტის დროს, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყნის ატომურ ობიექტებს. მარეგულირებელსა და სადგურს შორის კომუნიკაცია კრიტიკულია ატომური უსაფრთხოებისთვის”,– წერს საერთაშორისო ატომური ენერგო სააგენტოს დირექტორი.
როგორც ცნობილია ატომურ სადგურს სწორედ რუსული დანაყოფები აკონტროლებენ.
ამის პარალელურად რუსეთის მარეგულირებელი ამბობს, რომ რადიაციის დონე ნორმაში რჩება.

























