მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საახალწლო პროდუქცია მთლიანად გაიყიდა" - Home

61cda26c2494f
მარიამ იზორია
30.12.21 22:00
334
„საახალწლო პროდუქცია მთლიანად გაიყიდა, მაღაზიაში სრული სიცარიელეა“, - ამის შესახებ bm.ge-ს კომპანია Home-ს იმპორტის მენეჯერმა მაყვალა როგავამ წინასაახალწლო პერიოდის ვაჭრობის შეფასებისას განუცხადა.

მისი განმარტებით, მსგავსი მოთხოვნა არც ერთ წელს არ ყოფილა და მიმდინარე წლის დეკემბერში გაყიდვების მაჩვენებელმა პანდემიამდელ, 2019 წლის დეკემბრის მაჩვენებელსაც გადაუსწრო.

„კოვიდმა სიტუაცია სრულიად შეცვალა, წელს ისეთი მოთხოვნა იყო, რომ ბაზარმა ბოლომდე ვერ დააკმაყოფილა. ის მდგომარეობა, რაც უკვე ორი კვირაა ჩვენს ქსელშია, არც ერთ წელს ყოფილა, საახალწლო პროდუქცია მთლიანად გაიყიდა, მაღაზიაში სრული სიცარიელეა; წინა წლებში, დარჩენილ პროდუქტს იანვარში ფასდაკლებით ვყიდდით, თუმცა ახლა ეს პროდუქცია აღარ დაგვრჩა. მიკვირს ამ გაჭირვების ჟამს მომხმარებელი როგორ ახერხებს იმის შეძენას, რასაც ყიდულობს. რაც შეეხება მიზეზებს, ვფიქრობ, ადამიანებს შიში აქვთ, რომ კვლავ ჩავიკეტებით და მაღაზიებში სიარულს ვეღარ მოახერხებენ“, - განმარტავს Home-ს იმპორტის მენეჯერი.

მაყვალა როგავა bm.ge-სთან ფასების კორექტირებაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ 400%-ით გაძვირებული ლოგისტიკის ხარჯების გამო, ფასებმა Home-ს პროდუქციაზეც მოიმატა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები