მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სადაფი": "გვინდა ყველა იმ ადამიანისთვის ვიყოთ ხელმისაწვდომი, ვისაც ნატურალური პროდუქციის მოხმარება სურს"

6159dbdd1c1c3
მარიამ იზორია
03.10.21 22:00
1453
"სადაფი" ქართული ნატურალური პროდუქციის ბრენდია, რომელიც მომხმარებელს სხვადასხვა ნატურალური ინგრედიენტით დამზადებულ თავის მოვლის საშუალებებს, მათ შორის საპნებს, ზეთებს, სკრაბებს, აბაზანის ბომბებს, არომატულ სანთლებს სთავაზობს.

საოჯახო ბიზნესი უკვე მესამე წელია, რაც ბაზარზე ოპერირებს და ოთხ ადამიანს აერთიანებს. „სადაფის“ თანადამფუძნებელი ანა ნიჟარაძე bm.ge-სთან აღნიშნავს, რომ მათი პროდუქცია სამუშაო სივრცეში ხელით მზადდება და სანამ მომხმარებლამდე მივა, იტესტება.

მისივე თქმით, ნაწარმის შეძენა სოციალურ ქსელებში, ასევე ვებგვერდზე www.sadaphi.ge-ზეა შესაძლებელი.

„თავდაპირველად პროდუქციის დამზადება სახლის პირობებში საკუთარი ძალებით დავიწყეთ და ოჯახის თითოეულმა წევრმა ჩვენი წილი ინვესტიცია განვახორციელეთ, ბაზარზე გამოჩენისთანავე დიდი კორპორაციული დაკვეთა მივიღეთ, რის შემდეგაც „სადაფი“ წელში გაიმართა. ჩვენ ერთგული მომხმარებელი გვყავს, ვინც ერთხელ მაინც შეიძენს პროდუქციას, აუცილებლად ბრუნდება, დაინტერესება პოტენციური მომხმარებლის მხრიდანაც დიდია. ჩვენი უდიდესი სურვილია „სადაფი“ ყველა იმ ადამიანისთვის იყოს ხელმისაწვდომი, ვისაც ნატურალური პროდუქციის მოხმარების სურვილი აქვს, ამიტომ ფასებს მაქსიმალურად ვასტაბილურებთ. მაგალითად, პროდუქციის ღირებულება 8 ლარიდან იწყება და სხვადასხვა მახასიათებლის მიხედვით იზრდება“, - ამბობს ბრენდის თანადამფუძნებელი.

ანა ნიჟარაძე სტარტაპის სამომავლო გეგმებზეც საუბრობს და ამბობს, რომ „სადაფი“ სხვადასხვა პატარა სასტუმროებთან თანამშრომლობისთვის ემზადება, რომლებიც ქართული წარმოების პოპულარიზაციით არიან დაინტერესებულები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები