მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საერთაშორისო საცხენოსნო შეჯიბრებების ჩატარება ბევრ ვიზიტორს მოიზიდავს" - "საცხენოსნო ფედერაცია"

645f497a3014c
თინათინ ნატმელაძე
13.05.23 14:30
586
"საქართველოს საცხენოსნო ფედერაციის" ვიცე-პრეზიდენტი რუსო ფიცხელაური BMG-სთან საუბრისას აცხადებს, რომ საცხენოსნო მიმართულებას საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს და მის განვითარებას ქვეყნისთვის ბევრი ვიზიტორის მოყვანა შეუძლია.

"ვერ ვიტყვი, რომ საცხენოსნო მიმართულება საქართველოში ისეა განვითარებული, როგორც ევროპაში, თუმცა ბევრად წინ წავედით, ბევრი ახალი ცხენი ჩამოვიდა ევროპიდან, მსურველებიც დაგვემატნენ და ბავშვებშიც დაინტერესება იზრდება.

ჩვენთან, საქართველოში მოიპოვება ისეთი ცხენები, რომლითაც მსურველები შეძლებენ, რომ მთაში გაისერინონ, რამდენიმე დღიანი ტურები მოაწყონ და ა.შ. თუმცა, ვფიქრობ, რომ ბევრი საერთაშორისო ტურნირის ჩატარება საქართველოში საკმაოდ ბევრ ტურისტს და მნახველს მოიზიდავს. როგორც სპორტსმენი, ისე მსაჯი და ასევე, რა თქმა უნდა, მაყურებელიც, ჩამოვლენ საქართველოში, დაესწრებიან ამ ღონისძიებას, გაიღებენ გარკვეულ თანხებს და ეს დადებითად აისახება როგორც ქვეყნის პოპულარიზაციაზე, ისე ეკონომიკაზეც, რადგან საცხენოსნო მიმართულება საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნება", - განაცხადა რუსო ფიცხელაურმა.

მისივე ცნობით, ამ ეტაპზე ისინი წელიწადში ორ შეჯიბრებას ატარებენ, რომელსაც საკმაოდ ბევრი უცხოელი ესწრება, თუმცა სექტორის განვითარებისთვის ეს საკმარისი არ არის.

მეორე მნიშვნელოვან გამოწვევად "საცხენოსნო ფედერაციის" ვიცე-პრეზიდენტი სექტორის პოპულარიზაციას ასახელებს და ამბობს, რომ მიუხედავად დაინტერესების ზრდისა, ადამიანების ინფორმირება მაინც ძალიან მცირეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები