მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ 1932-33 წლების ჰოლოდომორი უკრაინელების გენოციდად აღიარა" - რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება?

64234579e431f
ალა ისპირიანი
28.03.23 23:45
610
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ 1932-33 წლების ჰოლოდომორი უკრაინელების გენოციდად აღიარა.

“საფრანგეთის პარლამენტის მიერ 1932-33 წლების ჰოლოდომორის უკრაინული ხალხის გენოციდად აღიარება მნიშვნელოვანი და სიმბოლურია. მადლობელი ვარ საფრანგეთის დიდი წვლილისთვის ტოტალიტარული რუსეთის წარსული და ამჟამინდელი დანაშაულების მხილებაში, სიმართლის, სამართლიანობის და, შესაბამისად, ანგარიშვალდებულების დადგენაში. მადლობა საფრანგეთს”, - დაწერა ზელენსკიმ “Twitter”-ზე.

საფრანგეთის ქვედა პალატის გადაწყვეტილებას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრიც გამოეხმაურა.

"მადლობელი ვარ საფრანგეთის, რომ 1932-33 წლების ჰოლოდომორი უკრაინელების გენოციდად აღიარა და სტალინის და მისი რეჟიმის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგო. ამ ისტორიული კენჭისყრით, ეროვნულმა ასამბლეამ ცხადყო, რომ ასეთი დანაშაულები არასოდეს იქნება დავიწყებული და ის არ უნდა განმეორდეს," - დაწერა დმიტრო კულებამ "Twitter"-ზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები