მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საინვესტიციოდ უვარგისი ქვეყანა ვართ, ერთ სულზე მშპ დაბალია - ამაზე კარგ შედეგს ვერ მივაღწიეთ"

5f9e91ddd015a
სალომე მეცხვარიშვილი
03.11.20 09:00
5786
აუდიტორული ფირმა E&Y–ის მმართველი პარტნიორი რუსლან ხოროშვილი ახალ მთავრობას და პარლამენტს ურჩევს, კარგად გაიაზროს ის სავალალო მდგომარეობა, რომელშიც საქართველო იმყოფება.

“დიაგნოზი ძალიან ცუდია, მშპ ერთ სულ მოსახლეზე $4400-ია, 96–ე ადგილზე ვართ მსოფლიოში, ჩვენი სუვერენული რეიტინგი BB- ნიშნავს იმას, რომ საინვესტიციოდ უვარგისი ქვეყანა ვართ ანუ junk; ქართულად რომ გადავთარგმნოთ, ჩვენი ბონდები არის ნაგავი. ამ ყველაფერთან ერთად გაეროს პროგნოზით, 2050 წელს საქართველოს მოსახლეობა 1,2 მილიონი ადამიანით შემცირდება ანუ სულ რაღაც 2.5 მლნ დავრჩებით. ამ დროს აზერბაიჯანი 35%–ით გაიზრდება, სომხეთი 7%–ით”, – აცხადებს ბიზნესმენი.

მისივე შეფასებით, ამ შედეგებიდან გამომდინარე, აუცილებელია, მთავრობა და პარლამენტი ორიენტირებული იყვნენ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე და არ დაკმაყოფილდნენ ნებისმიერი სხვა შედეგით. რუსლან ხოროშვილის შეფასებითვე, ის, რომ საქართველოს რეგიონის ქვეყნებთან შედარებით ოდნავ მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს, არაფერს ნიშნავს.

“ამდენი ხანია დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ და ამაზე კარგ შედეგს ვერ მივაღწიეთ, ამიტომ ვისურვებდი, რადიკალურ გარღვევებს, რადგან რადიკალური გარღვევების გარეშე, უბრალოდ ვერ გადავრჩებით. ვისურვებდი, რომ ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები არ დაკმაყოფილდნენ 0.05%-ით უფრო სწრაფი ეკონომიკური ზრდით, ვიდრე ჩვენს რეგიონშია; იმისთვის, რომ გადავრჩეთ, გვჭირდება ჯეროვნად უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა და გვჭირდება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა რამდენიმე წლის განმავლობაში. ახალმა პარლამენტმა და ახალმა მთავრობამ არ უნდა მიიღოს დამაკმაყოფილებლად ნებისმიერი სხვა შედეგი.

რაც შეიძლება მცირე მთავრობა, რაც შეიძლება მცირე ზეგავლენა მთავრობის მხრიდან ეკონომიკაზე და ბიზნესზე; და რაც შეიძლება მეტი თავისუფლება იმისთვის, რომ ჩვენ თვითონ შევქმნათ ეკონომიკა, თვითონ შევქმნათ ჩვენი ქვეყანა. ჩვენ ვენდობით მთავრობას, ჩვენ ვირჩევთ მას იმისთვის, რომ მართოს ეს ქვეყანა და ცოტა მთავრობაც უნდა გვენდოს ჩვენ, რომ ჩვენც რაღაც შეგვიძლია”, – აცხადებს რუსლან ხოროშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები