მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საკითხს ვსწავლობთ" - თურქეთის საელჩო აფხაზეთის გავლით რუსეთიდან საქონლის მიღებაზე

642d7757b2bec
გიგა ბენია
05.04.23 17:39
978
რუსეთმა თურქეთისთვის საქონლის მიწოდება ოკუპირებული აფხაზეთის გავლით დაიწყო, - ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, სოხუმში პირველი საკონტეინერო მატარებელი რამდენიმე დღის წინ ჩავიდა. ტრანზიტის ფაქტს ოკუპირებული აფხაზეთის სახელმწიფო სასაზღვრო კომიტეტის თავმჯდომარე, ალიას ლაბახუა ადასტურებს.

BMG საქართველოში თურქეთის საელჩოს დაუკავშირდა და იკითხა, აქვთ თუ არა ინფორმაცია ტრანზიტის შესახებ და დაარღვია თუ არა თურქეთმა ოკუპაციის შესახებ კანონი?

„ინფორმაცია პრესისგან გავიგეთ, საკითხს ვსწავლობთ", - განაცხადა BMG-თან თურქეთის საელჩოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ნინო გოდერძიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები