მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საკმარისია ჩუმად ყოფნა" - ამერიკის მეგობართა კლუბი განცხადებას ავრცელებს

64048d640d91e
BM.GE
05.03.23 16:36
1383
ამერიკის მეგობართა კლუბი - რუსული ხასიათის საკანონმდებლო ინიციატივის “უცხოური აგენტების შესახებ“ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"საკმარისია ჩუმად ყოფნა, მოგმართავთ და მოგიწოდებთ 6 მარტს დილის 9 საათზე კვლავ შევიკრიბოთ პარლამენტის შენობასთან მშვიდობიან აქციაზე და ერთიანი ძალით უთხრათ არა რუსული ხასიათის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიზანია ქვეყნის დასუსტება, დესტრუქცია, პოლარიზაცია და თავისუფალი აზრის დევნა. იქ რაშიც ქართული ოცნების ხელისუფლება მიზანმიმართულად გვაბრუნებს სრულად ეწინააღმდეგება ქვეყნის პროდასავლურ საგარეო ორიენტაციას და ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს. გამოვიყენოთ ჩვენი კონსტიტუციური უფლება და პროპორციული პასუხი გავცეთ შეუხედავი და ბუჩქოვანი რუსი ოლიგარქის ზურგს უკან დამალულ დაჯგუფებას და მათ ინიცირებულ რუსული ხასიათის კანონპროექტს. ხმამაღლა გავაგონოთ ქართული ოცნების დეპუტატებს, რომ ქართველი ხალხის მყარი სურვილია ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი. ამ რუსული ხასიათის კანონპროექტის კანონად გადაქცევის შემთხვევაში ათასობით ადამიანი გახდება ივანიშვილის რეჟიმის მსხვერპლი, ქართული ოცნება კი კიდევ უფრო ღრმად გაიდგავს საქართველოს მიწაზე მის ფართოდ დატოტვილ რუსული ფესვებს", -აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვას პარლამენტი ხვალ გააგრძელებს. კანონპროექტს ორმა კომიტეტმა მხარი უკვე დაუჭირა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები