მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სამედიცინო პერსონალის მუდმივი კრიტიკა ნიშნავს, რომ მოსახლეობა მომსახურების მისაღებად თურქეთში მიდის" - ჯანდაცვის სპეციალისტი

64b3ab4440d6e
თინათინ ნატმელაძე
17.07.23 20:00
738
"ჩემთვის ეს ახალი კანონი იმ კამპანიის ნაწილია, რომელსაც მოსახლეობაში კერძო კლინკების მასიური დისკრედიტაცია ჰქვია", - აცხადებს ჯანდაცვის სპეციალისტი ქეთევან ჩხატარაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მიღებულ ახალ კანონზე, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო იტოვებს უფლებას, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე შევიდეს კლინიკებში და შეამოწმოს.

ქეთევან ჩხატარაშვილი "საქმიან დილაში" საუბრისას აღნიშნავს, რომ გაუგებარია რას ემსახურება ეს კანონი, რადგან რეგულირების დეპარტამენტს შესაბამისი სიტუაციის დროს ისედაც შეუძლია, რომ ნებისმიერი დაწესებულება შეამოწმოს.

მისივე ცნობით, ეს კიდევ ერთი ნაბიჯია კერძო კლინიკების დისკრედიტაციისკენ.

"თუ ეს კამპანია დროზე არ გაჩერდა და სამედიცინო პერსონალთან საუბრის ოპტიმალური ვარიანტი არ მოიძებნა, ამდენი ლანძღვა და იმის ძახილი, რომ მხოლოდ მოგებაზე არიან ორიენტირებული, ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობა მიდის მეზობელ თურქეთში მომსახურების მისაღებად. მარტივად რომ ვთქვათ, სექტორს ვკარგავთ", - ამბობს ჯანდაცვის სპეციალისტი.

შეგახსენებთ: „ჯანდაცვის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტულ და სამედიცინო დაწესებულებებში შესვლა ნებისმიერ დროს, გაფრთხილების გარეშე სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე შეუძლია, თუმცა მარეგულირებელი ვალდებულია, პარალელურად შეტყობინების გაგზავნიდან 72 საათის განმავლობაში სასამართლოსგან შემოწმების მიზანშეწონილობის დადასტურება დასჭირდება. გარდა ამისა, მარეგულირებელი არა ერთხელ არამედ 3-ჯერ შეძლებს წლის განმავლობაში დაწესებულებებში სასამართლოს ნებართვის გარეშე შესვლას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები