მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სამწუხაროდ, სიხარულით ამბობენ, რომ ვაქცინაციის გეგმას წლის ბოლომდე ვერ შევასრულებთ" - ცერცვაძე

603e7de8a96f6
თამთა ჯიჯავაძე
02.03.21 23:30
870
ჩვენ შევასრულებთ წლიურ გეგმას და შევასრულებთ წარმატებით, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ კრიტიკოსთა საპასუხოდ განაცხადა.

„როდესაც  ჩვენი ოპონენტები  ნიშნის მოგებით გამოდიან და სამწუხაროდ სიხარულით ამბობენ, რომ საქართველო ვაქცინაციის გეგმას წლის ბოლოს ვერ შეასრულებს, დამთავრდება ეს წელი, შევხვდებით ერთმანეთს და ვნახავთ“, - განაცხადა ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ვაქცინა ამ დრომდე არ მიუღია, რის გამოც საზოგადოების დიდი ნაწილი  მთავრობას და ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლებს აკრიტიკებს. ჯანდაცვის უწყების წარმომადგენელთა თქმით კი, COVAX-პლატფორმაზე თანხა უკვე გადარიცხულია და საქართველომ ვაქცინის პირველი პარტია მარტის ბოლომდე უნდა მიიღოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები