მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სამზადისი" - ქართულ გასტრონომიულ ინდუსტრიაში ადგილის დასამკვიდრებლად ახალი სტარტაპი ემზადება

6375eaebe7e11
BM.GE
17.11.22 12:00
2713
ქართულ გასტრონომიულ ინდუსტრიაში ადგილის დასამკვიდრებლად ახალი სტარტაპი ემზადება. “სამზადისი” ანი მაჭარაშვილისა და აჩო ცეცხლაძის ერთობლივი იდეით შექმნილი კომპანიაა, რომლსაც ქართულ ბაზარზე ანალოგი აქამდე არ ჰყოლია.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს უცხო და მრავალფეროვანი რეცეპტები, ერთ პლატფორმაზე, სამზადისის აპლიკაციაში იყრის თავს. დარეგისტრირების შემდეგ, მომხმარებელი კვირის 15 რეცეპტიდან, სასურველს შეარჩევს და იქვე შეუკვეთავს. ანგარიშსწორების დასრულების შემდეგ კი, რეცეპტი ხელმისაწვდომი ხდება, ხოლო შერჩეული კერძის მოსამზადებლად საჭირო ყველა ინგრედიენტი, სამზადისის ყუთში იყრის თავს და მომხმარებლის სახლისაკენ იღებს გეზს.

ბრენდის კონცეფცია გულისხმობს კერძის სახლში მზადების ახალ, გამარტივებულ გამოცდილებას, რომლის მთავარი უპირატესობა, სამზადისთან დაკავშირებული დისკომფორტების თავიდან არიდებაა. “Სამზადისი”, ერთი მხრივ, თავგადასავლებით სავსე, საოჯახო, მეგობრული, თუ სოლო რიტუალია, რომელიც გეხმარება, რომ მზადების პროცესი უფრო მარტივი გახდეს, დრო დაგიზოგოს, სახალისო გამოცდილებად იქცეს და ის დისკომფორტები დაგავიწყოს, რაც კერძის შინ მზადებას შეიძლება ახლდეს.

“სამზადისი” გემრიელი კერძის შინ მომზადების გამარტივებული გზაა, რადგან მზადების თითოეული ნაბიჯი, რეცეპტში დეტალურადაა აღწერილი. ეს საქმეს უმარტივებს დამწყებ, თუ მოყვარულ კულინარებს, გამოცდილი მზარეულებისთვის კი, დროის დაზოგვის საშუალებას იძლევა.
სამზადისის უპირატესობა ისიცაა, რომ დროსთან ერთად, ენერგიას ზოგავს, რაკი პროდუქტების შესაძენად არც ბაზარში, არც სუპერმარკეტებსა თუ ონლაინ შოპინგის გვერდებზე დაჭირდებათ მომხმარებლებს საჭირო ინგრედიენტების ძებნა. Მით უფრო, რომ სამზადისის ყუთებში ისეთი პროდუტების აღმოაჩენა შეიძლება, რომელიც მარტივად ხელმისაწვდომი არაა ქართულ ბაზარზე.

აპლიკაციაში ქართული, ევროპული და აზიური კერძების რეცეპტებია თავმოყრილი: ხორცის და თევზის, ვეგეტარიანული და ვეგანური, დაბალი კალორიების მქონე, სწრაფი და გემრიელი კერძების ჩათვლით, რაც არჩევანის მრავალაფეროვნებას ქმნის ნებისმიერი გემოვნებისა თუ კვების რუტინის მქონე ადამიანისთვის.

“სამზადისი ჩაფიქრებულია, როგორც საკუთარი ხელით შექმნილი დღესასწაული, რომელიც თანაბრად შეიძლება იქცეს - მეგობრული, ოჯახური თუ წყვილის მიერ, კერძის ერთად, სიყვარულით მზადების ტრადიციად, დისკომფორტების გარეშე” - ამბობს ახალი ქართული სტრარტაპის, სამზადისის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ანი მაჭარაშვილი.





R