მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქართველო ფაქტობრივად დემოკრატიული განვითარების გზაგასაყარზეა" - ყოფილი ელჩი

60354a922c77e
BM.GE
23.02.21 22:29
488
საქართველო ფაქტობრივად დემოკრატიული განვითარების გზაგასაყარზეა, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში კენეთ იალოვიცმა Bm.ge-სთან ექსკლუზიურად განაცხადა. 

იალოვიცი განმარტავს, რომ ოპოზიციური პარტიის ლიდერის ძალისმიერი გზით დაკავება შეიძლება გახდეს ცუდი პრეცედენტი და მომავალშიც, წესით მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა პოლიტიკური მიზნებისთვის იქნეს გამოყენებული.

"საქართველოს მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს, აგრძელებს თუ არა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას, რომელიც გადის დემოკრატიული ღირებულებებისა და ადამიანის უფლებების პატივისცემაზე, თუ შორდება მას", - განაცხადა კენეთ იალოვიცმა, რომელიც საქართველოში ელჩის პოზიციას 1998-2001 წლებში იკავებდა, დღეს კი ვაშინგტონში "უილსონის ცენტრის" ანალიტიკოსია. 


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები