მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველომ აირჩია ნიშა, რომ იყოს მაღალხარისხიანი ღვინის მწარმოებელი ქვეყანა" - "შუხმან ჯგუფი"

6161a6630e0a6
მარიამ იზორია
09.10.21 18:23
670
„შუხმან ჯგუფის“, რომელიც სასტუმროსა და რესტორნის გარდა „შუხმან ვაინს ჯორჯიასაც“ ფლობს, აღმასრულებელი დირექტორი ნუცა აბრამიშვილი გადაცემა „ქალების ნარატივში“ ქართული ღვინის პოტენციალზე საუბრობს და როგორც თავად აღნიშნავს, იმისათვის, რომ საქართველომ სტაბილური და მაღალი კლასის ღვინის სამშობლოს სტატუსი შეინარჩუნოს, ორიენტირება ხარისხზე უნდა მოახდინოს.

„საქართველომ აირჩია ნიშა, რომ იყოს საკმაოდ მაღალხარისხიანი ღვინის მწარმოებელი ქვეყანა, რაშიც ხელს ისტორია, კულტურული მემკვიდრეობა და უწყვეტი ტრადიციის ქვევრის ღვინო გვიწყობს, რომელსაც როგორც ქართულ, ასევე მსოფლიო ბაზარზე უდიდესი პოტენციალი აქვს, სტაბილური და მაღალი კლასის ღვინის სამშობლოს სტატუსის შესანარჩუნებლად მთავარი ხარისხზე ორიენტირებაა, რაც მევენახეობაზე და თვითონ გლეხზეა დამოკიდებული, ეს გრძელვადიანი პროცესია, თუმცა, ჩვენს ქვეყანას ამის შესაძლებლობა ნამდვილად აქვს,“ - ამბობს ნუცა აბრამიშვილი.

ინფორმაციისთვის, „შუხმან ჯგუფი“, რომელიც კახეთში სასტუმროს, ღვინის სოფელსა და რესტორანს ფლობს, ღვინის ტურიზმის სფეროში ერთ-ერთი ლიდერია, კომპანია დაახლოებით წელიწადში 2 მილიონამდე ღვინოს „შუხმან ვაინს ჯორჯიას“ ბრენდის ქვეშ აწარმოებს და მსოფლიოს სხვდასხვა ქვეყანაში ყიდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები