მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველო" 7,5 მლნ ლარად ისევ იყიდება - "მყიდველი არ ჩანს"

61c30b1879379
მარიამ იზორია
23.12.21 09:45
1823
კინოთეატრი "საქართველო" უკვე წელიწად-ნახევარია, რაც 7.5 მლნ ლარად იყიდება. საუბარია კომპანია “მერიდიანის” 100%-იან წილზე, რომელიც კინოთეატრ "საქართველოს" მფლობელია. 

როგორც კომპანია “მერიდიანის” დირექტორმა ნუგზარ გიგაურმა bm.ge-ს განუცხადა, დაინტერესებული პირები რეკავენ, მაგრამ ჯერჯერობით რეალური მყიდველი არ ჩანს. აღსანიშნია, რომ მომავალ მფლობელთან კომპანიას არანაირი ვალდებულება არ აქვს, მათ შორის არც კინოს პროფილის შენარჩუნების პირობა.

“რეკავენ, მაგრამ რეალური მყიდველი არ ჩანს, უკვე წელიწად-ნახევარია, რაც ასეა. მიზეზები თუ რატომ არ იყიდება კინოთეატრი - არ ვიცი, ალბათ ფასი არ აწყობთ, ან ტერიტორია არ არის მათთვის მოგებიანი. პოტენციურ მფლობელთან არანაირი პირობა და ვალდებულება არ გვაქვს. ტერიტორიას და შენობას, როგორც უნდა ისე გამოიყენებს. ცხადია, რომ აქ კინომ არ გაამართლა, რა პერიოდიც ვიმუშავეთ ზარალის მეტი არაფერი გვქონია. ნაძალადევში არ ცხოვრობს ის კატეგორია, რომელიც კინოს ბილეთში 15 და 20 ლარს გადაიხდის”, - განმარტავს ნუგზარ გიგაური.

ინფორმაციისთვის: ტერიტორია, რომელიც იყიდება 2470 კვ/მ მიწის ფართს და 2695 კვ/მ შენობა-ნაგებობების ფართს აერთიანებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები