მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს აქვს პოტენციალი, თავი დაიმკვიდროს დიდი გადათამაშების პროცესში"

5ed64301be174
ინგა მურუსიძე
02.06.20 20:40
1877
საქართველოს აქვს პოტენციალი, თავი დაიმკვიდროს ამ დიდი გადათამაშების პროცესში, რომელიც ხდება 20-30 წელიწადში ერთხელ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ქეთი ბოჭორიშვილმა „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა.

ბოჭორიშვილი მიიჩნევს, რომ ერთ-ერთი მიმართულება, რომელზეც უნდა ვიმუშაოთ არის ის, რომ საქართველომ თავი დაიმკვიდროს საწარმოო და მიწოდების ჯაჭვში.

„პანდემიამ კიდევ ერთხელ გახადა ცხადი, რომ არცერთ კომპანიას არ უნდა ერთ ქვეყანაზე იყოს დამოკიდებული, მით უმეტეს მულტინაციონალურ კომპანიებს. გლობალური ჰაბიდან ისინი უკვე ცდილობენ ახალი ლოკაციები შეარჩიონ, განსაკუთრებით რეგიონალური ჰაბების კუთხით და მათი საქმიანობები გადმოიტანონ რეგიონალურ ჰაბებში. საქართველოს აქვს უდიდესი პოტენციალი, რომ თავი დაიმკვიდროს ამ დიდი გადათამაშების პროცესში, რომელიც ხდება 20-30 წელიწადში ერთხელ და უნდა ჩავერთოთ პირველ რიგში მიწოდების დარგში იმისთვის, რომ საქართველოდან მოხდეს პროდუქციის მიწოდება სხავადასხვა ქვეყნებისთვის.

შესაძლებელია აქ განვითარდეს სასაწყობე მეურნეობები, შეფუთვა და ა.შ. საქართველომ უნდა გამოიყენოს თავისი პოტენციალი და ჩაერთოს საწარმოო ჯაჭვში. მათ შორის ისეთ სფეროებში, როგორიც არის კვებითი მრეწველობა, ფარმაცევტული ბიზნესი, ელექტრონული ხელსაწყოები, საწმენდი საშუალებები და ა.შ. ამ მიმართულებით გაგვაჩნია პოტენციალი, მოვიზიდოთ დიდი მულტინაციონალური კომპანიები. უნდა შეიქმნას დისტრიბუციის ჰაბები ჩვენს ქვეყანაში, ხოლო შემდეგ წარმოებით უნდა დავაინტერესოთ კომპანიები“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები