მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს ბანკი" და სტარტაპ გრაინდი RingCentral-ის ინოვაციების მიმართულების ხელმძღვანელთან კირა მაკაგონთან შეხვედრას გამართავს

64943c54027c4
BM.GE
22.06.23 16:17
434
სტატიაში საუბარია:
საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, განაგრძობს ქვეყანაში სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაზე მიმართული ინიციატივების მხარდაჭერას და დამწყები ბიზნესებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას.

სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და სტარტაპ გრაინდის ინიციატივით, 27 ივნისს 18:00 საათზე „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართება შეხვედრა კირა მაკაგონთან, კომპანია RingCentral Ventures-ის ინოვაციების მიმართულების ხელმძღვანელთან. შეხვედრაზე დასასწრებად, გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე.

RingCentral Ventures მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს იმ მეწარმეებსა და სტარტაპებს, რომლებიც ეფექტური კომუნიკაციისა და კოლაბორაციისთვის ინოვაციურ და თანამედროვე გადაწყვეტებს ქმნიან. კომპანიის მიერ განხორციელებული თითოეული ინვესტიციის მოცულობა კი 250 000-დან 3 მილიონ აშშ დოლარამდე მერყეობს.

შესაბამისად, შეხვედრის ფარგლებში კირა მაკაგონი ისაუბრებს სტარტაპების მხრიდან ფონდების მოზიდვის სტრატეგიების შემუშავების ხერხებზე, იმ თვისებებზე, რომელიც თითოეულ სტარტაპს უნდა გააჩნდეს კაპიტალის მოზიდვის პროცესში და იმ მახასიათებლებზე, რომლებიც ვენჩურული კაპიტალის (Venture Capital) მქონე კომპანიების დაინტერესებას იწვევს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართება, შესაბამისად, დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება, მიიღოს რჩევები სტარტაპის განვითარებისა და ინვესტორების მოზიდვის შესახებ საერთაშორისო დონის პროფესიონალისგან.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კი გაიმართება ნეთვორქინგის სესია, სადაც დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ, არაფორმალურ გარემოში შეხვდნენ სტარტაპ გრაინდის მონაწილე ინვესტორებს, გაესაუბრონ ინდუსტრიის ექსპერტებს და დაამყარონ ახალი კავშირები.

„საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, მიზნად ისახავს ქვეყანაში სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას. შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც მიმართულია დამწყები ბიზნესების გაძლიერებისკენ და ამასთან, საქართველოს, როგორც სტარტაპების ჰაბად პოზიციონირებისკენ. ჩვენ სტარტაპ გრაინდთან ერთად უკვე მრავალი წელია ვახორციელებთ სხვადასხვა ინიციატივას, რომელიც ქართული დამწყები ბიზნესების საერთაშორისო სტარტაპ აქსელერატორებისა და ინდუსტრიის ექსპერტების ქსელში ინტეგრაციას ისახავს მიზნად. სტარტაპ გრაინდთან ერთად, ჩვენ ვქმნით შესაძლებლობას სტარტაპებისთვის, ჰქონდეთ წვდომა მსოფლიოს წამყვან ინვესტორებზე, დარგის ექსპერტებსა და პროფესიონალებზე, რათა გაიზიარონ მათი ცოდნა და გამოცდილება, რაც მომავალში მათ ლოკალურ და საერთაშორისო ბაზარზე მასშტაბირებაში დაეხმარება“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო ეკოსისტემის მიმართულების ხელმძღვანელი, გიორგი კინწურაშვილი.

ინფორმაციისთვის, RingCentral Ventures მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს იმ მეწარმეებსა და სტარტაპებს, რომლებიც ეფექტური კომუნიკაციისა და კოლაბორაციისთვის ინოვაციურ და თანამედროვე გადაწყვეტებს ქმნიან. კომპანიის მიერ განხორციელებული თითოეული ინვესტიციის მოცულობა კი $250 000 - დან $3 მილიონ აშშ დოლარამდე მერყეობს. 2021 წლიდან კი კომპანიამ 5 ინვესტიცია განახორციელა.

კირა მაკაგონი კი უკვე 11 წელია RingCentral Ventures-ის გუნდთან ერთად მუშაობს სტარტაპების განვითარებასა და ხელშეწყობაზე. ამჟამად ის ინოვაციების მიმართულების ხელმძღვანელია და მას კომპანიის გლობალური პროდუქტი, მომხმარებელთა გამოცდილება, ინჟინერია, ქლაუდის ოპერაციები, უსაფრთხოება და IT მიმართულება აბარია. ის აქტიურად იღებდა მონაწილეობას RingCentral Ventures-ის პროდუქტის სტრატეგიის შემუშავებასა და გლობალურ ბაზარზე პოზიციონირებაში. მისი დამსახურებით, კომპანიის მიერ ყოველწლიური შემოსავალი 1.5 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა.


(ns)



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები