არსებული ინფორმაციით, "საქართველოს ბანკის" ავლაბრის ფილიალში მძარცველი შეიჭრა. სავარაუდოდ, მას რამდენიმე მოქალაქე მძევლად ჰყავს აყვანილი.
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლებისა და მომხმარებლების უსაფრთხოება და ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებთ მათი უსაფრთხოებისთვის", - უთხრეს bm.ge-ს "საქართველოს ბანკში".
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.