მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს ბანკი" თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან ერთად ახალ პროგრამას იწყებს

5f0d5a5e90f90
ვიქტორია მღებრიშვილი
14.07.20 11:22
1214
"საქართველოს ბანკმა" აგრო მიმართულების მხარდაჭერას მიზნით, საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან პარტნიორობა დაიწყო.

როგორც ბანკში განმარტავენ, თანამშრომლობა მეთხილეობის მიმართულების განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტის ფარგლებში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები თხილის პლანტაციის მოვლა-პატრონობის ან მოსავლის აღებისთვის საჭირო დაფინანსების მიღებას განსაკუთრებული პირობებით შეძლებენ. აგროსესხი მეთხილეებს მისცემს შესაძლებლობას, ისარგებლონ დაფინანსების მიღების მარტივი პროცედურით, ასევე, მიიღონ საკრედიტო ლიმიტის გაზრდილი მოცულობა.

„საქართველოს ბანკი აგრომიმართულების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა მეთხილეობის ხელშეწყობის მიზნით თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან პარტნიორობა დაიწყო. თანამშრომლობა ფერმერებს აგროსესხის მიღებისას მათ ინტერესებზე და საჭიროებებზე მორგებულ, განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს. რაც გულისხმობს დაფინანსების მიღების მარტივ პროცედურასა და გაზრდილ საკრედიტო ლიმიტს. ვფიქრობთ, აღნიშნული ინიციატივა დაეხმარება ფერმერებს კიდევ უფრო განავითარონ და სწორად მართონ საკუთარი ბიზნესი. ბანკისა და თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ერთობლივი შეთავაზება მათ საჭირო ფინანსებზე წვდომის შესაძლებლობას მისცემს“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

იმისათვის, რომ ფერმერმა ისარგებლოს აღნიშნული შეთავაზებით, საჭიროა:
• ის გაწევრიანებული იყოს საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში;
• ხელმძღვანელობდეს ასოციაციის მიერ წინასწარ შედგენილი აგრო ტენოლოგიური რუკის გამოყენებით;
•იზიარებდეს ასოციაციის მიერ რეკომენდირებულ შხამქიმიკატების, დოზირების და პლანტაციის მოვლასთან დაკავშირებულ საკითხებს;

დამატებითი კითხვების შემთხვევაში ეწვიეთ ბმულს:
https://bankofgeorgia.ge/ka/business/funding/agroloan?fbclid=IwAR2G7K8YUQcKU49uKv4OV-uFV2Nx-0Fyg9j8We27XyYp_X3ZHGvZWmXEUEc
NS

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები