მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით გორში საკალმახე მეურნეობა გაფართოვდა

5fa3b82182373
ვიქტორია მღებრიშვილი
05.11.20 12:55
719
"საქართველოს ბანკი" აგრომიმართულებით ბიზნესების მხარდაჭერის ფარგლებში გორში საკალმახე მეურნეობა გაფართოვდა.

"საქართველოს ბანკში" აცხადებენ, რომ ბანკის ინვესტიცია, რომელიც 70 000 ლარს შეადგენს, საკალმახე ავზების მოწყობას, საკალმახის გაფართოვებასა და საჭირო ინვენტარის შეძენას მოხმარდა. ამის გარდა, პროექტის ფარგლებში მოეწყო სამაცივრე მეურნეობაც, რამაც მეწარმეს წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის ახალი შესაძლებლობები მისცა.

„მოხარული ვართ, რომ "საქართველოს ბანკის" ხელშეწყობით კიდევ ერთი ადგილობრივი საწარმო ფართოვდება. ჩვენ აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ აგრომიმართულების მხარდაჭერას რადგან მიგვაჩნია, რომ მსგავსი პროექტები მნიშვნელოვან როლს თამაშობს როგორც ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში, ასევე ეკონომიკის განვითარებაში. გვინდა წარმატება ვუსურვოთ პროექტში დასაქმებულებს და აგრობიზნესებს. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მათ მხარდაჭერას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა მერაბ ახვლედიანმა.

ცნობისთვის, საკალმახემ საქმიანობა 2019 წლის სექტემბერში დაიწყო და უკვე მნიშვნელოვნად გაზარდა ბიზნესი. საკალმახე წარმოებული პროდუქციის რეალიზაციას თბილისის საცალო მაღაზიებსა და ნიკორაში ახდენს.
(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები