მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს ბანკის" ახალი და ინოვაციური პროდუქტები

6298b2ba9573c
გიორგი თოლორდავა
03.06.22 10:25
1134
Bank of Georgia UPDATE სიახლეებით გამორჩეული ღონისძიება იყო, სადაც „საქართველოს ბანკის“ არაერთი ახალი და ინოვაციური პროდუქტის შესახებ გახდა ცნობილი.

გამორჩეული სიახლეებისა და განახლებების შესახებ ინფორმაცია BMG-ის მკითხველმა ჯერ კიდევ გასულ თვეს მიიღო, თუმცა, საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, „საქართველოს ბანკის“ გუნდისთვის შეკითხვებით მიგვემართა, რათა გადახდების ინოვაციური მეთოდისა და სკოლის მოსწავლეებისთვის დაანონსებული ახალი აპლიკაციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მიგვეღო.

„ტექნოლოგიების დღის“ ღონისძიებაზე ცნობილი გახდა გადახდის ახალი მეთოდის - „ნაწილი-ნაწილის“ შესახებ, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს ეძლევა საშუალება: სასურველი ნივთები იყიდოს დღეს, საფასურის გადახდა კი მომდევნო თვიდან დაიწყოს, თანაც ეტაპობრივად, დამატებითი საკომისიოს გარეშე.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სასაუბროდ თამარ ბეღელურს დავუკავშირდით, „საქართველოს ბანკის“ საკრედიტო პროდუქტების დეპარტამენტიდან.

- გვიამბეთ „ნაწილ-ნაწილის“ შესახებ, რას გულისხმობს აღნიშნული მეთოდი და რა შესაძლებლობებს მისცემს ის მომხმარებელს?

ხშირად აღმოვჩენილვართ ისეთ სიტუაციაში, როცა რაიმეს შეძენა გვსურს, თუმცა, საამისოდ თანხა არ გვყოფნის. ან რამდენიმე სასურველ ნივთს შორის არჩევანის გაკეთება გვიწევს, რადგან იმ მომენტში საჭირო ფინანსები არ გვაქვს.

სწორედ იმისთვის, რომ ფულის შეგროვებაზე დრო არ ვხარჯოთ, განვადებისას პროცენტი არ ვიხადოთ ან საერთოდ, უარი არ ვთქვათ სასურველ პროდუქტზე, შევქმენით გადახდის ახალი მეთოდი - „ნაწილ-ნაწილ“.

მისი მეშვეობით შესაძლებელია, ნივთი ისე შეიძინოთ, რომ შეძენის მომენტში არაფერი გადაიხადოთ, მისი ღირებულება რამდენიმე თვეზე გადაანაწილოთ და მომდევნო თვიდან დაიწყოთ გადახდა. თანაც, ყოველგვარი პროცენტის თუ საკომისიოს გარეშე.

პროდუქტის კიდევ ერთი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ის 45 ლარიდან ღირებულების ნებისმიერ ნივთზე ვრცელდება, მისით სარგებლობის პროცესი კი მარტივი და უნიკალურია - მომხმარებელს სრულიად დამოუკიდებლად შეუძლია მისი მართვა და გამოყენება.

- როგორ დგინდება ხელმისაწვდომი თანხის ლიმიტი და რა არის საჭირო მის გასაზრდელად?

„ნაწილ-ნაწილ“ ლიმიტის განსასაზღვრად ფასდება მომხმარებლის საკრედიტო პოტენციალი, რომლის მიხედვითაც დგინდება მომხმარებლის შესაბამისი ლიმიტი. ლიმიტის დამტკიცება, ან მისი გაზრდა მობილბანკიდანაა შესაძლებელი. შეფასების შედეგად, მომხმარებელი მყისიერად იხილავს „ნაწილ-ნაწილ“-ის ფარგლებში დამტკიცებულ ლიმიტს მობილბანკში.

- სად იქნება შესაძლებელი „ნაწილ-ნაწილის“ გამოყენება და პროცედურულად რა არის საჭირო მისი დახმარებით ნივთების შესაძენად?

„ნაწილ-ნაწილ“ გადახდას მომხმარებელი როგორც ფიზიკურ სივრცეებში, ასევე ციფრულ არხებში, ონლაინ შოპინგის დროს შეძლებს. ამისათვის, მომხმარებლები მობილბანკში შეძლებენ ნახონ ლიმიტი, რომელიც „ნაწილ-ნაწილ“ გადახდისთვის ექნებათ დამტკიცებული. იმ შემთხვევაში, თუ ლიმიტი არ უჩანთ, შეძლებენ იქვე მოითხოვონ, მარტივად.


BMG-ის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა სპეციალურად სკოლის მოსწავლეებისთვის ახალი აპლიკაციის შექმნის ანონსიც. ამ საკითხთან დაკავშირებით „საქართველოს ბანკის“ საცალო სეგმენტის მართვის დეპარტამენტის დირექტორს, ნინო ხორგუანს დავუკავშირდით.

- „საქართველოს ბანკი“ მოსწავლეებისთვის ახალ აპლიკაციას ქმნის, რა შესაძლებლობები ექნება მას და რომელი სერვისებით შეძლებენ მოზარდები სარგებლობას?

გადავწყვიტეთ, ყველაზე ციფრული და თანამედროვე თაობისთვის ახალი, სპეციალურად მათ სურვილებსა და საჭიროებებზე მორგებული აპლიკაცია შეგვექმნა.

საწყის ეტაპზე აპლიკაცია მოსწავლეებს საშუალებას მისცემს: მართონ საკუთარი ანგარიში, შეავსონ მობილური ბალანსი დამოუკიდებლად, გადარიცხონ თანხა ახლობლებთან, მიიღონ შეთავაზებები და სიახლეები.

აპლიკაციის განვითარების მომდევნო ეტაპზე მოზარდები შეძლებენ: მიზნების დასახვას, ფინანსების კონტროლის, მართვისა და დაგროვების სწავლას, დავალებებისა და წახალისებების მიღებას და რაც საინტერესოა, პირდაპირ აპლიკაციის საშუალებით მშობლისთვის თანხის თხოვნას.

“ჩვენ უკვე ვმუშაობთ ახალ, მხოლოდ მოსწავლეებისთვის განკუთვნილ აპლიკაციაზე, რომელიც მათ ინტერესებზე იქნება გათვლილი და მორგებული. გამომდინარე იქიდან, რომ სკოლის მოსწავლეებს ზრდასრულებისგან განსხვავებული ინტერესები აქვთ, მუშაობის პროცესში გამოიყო ის ელემენტები, რაც ამ სეგმენტს გამოარჩევს და რაზეც აპლიკაცია იქნება დაფუძნებული, ესენია: გართობა; გემიფიკაცია; განათლება; სოციალიზაცია. შესაბამისად, ახალი აპლიკაცია მოსწავლეებისთვის მაქსიმალურად მარტივი, სახალისო და ფინანსური ელემენტებით გაჯერებული იქნება“,- ამბობს ნინო ხორგუანი.

პირველი დახურული ბეტა ვერსია ზაფხულში, მოსწავლეების კონკრეტული ჯგუფისთვის გაეშვება, ხოლო ახალი სასწავლო წლისთვის გატესტილი ვერსია ხელმისაწვდომი იქნება სკოლის ყველა მოსწავლისათვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები