მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს ბანკის" ციფრული ტრანსფორმაცია

628e1e48103d6
BM.GE
25.05.22 16:34
1103
„საქართველოს ბანკმა“ ციფრული ტრანსფორმაცია განიცადა, რაზეც ბანკის გუნდი მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა. „ჩვენ 2017 წელს დავიწყეთ იმ გზების ცვლილება, რაც კომპანიას პერსპექტიულად მიაჩნდა. შედეგად, ახლა ჩვენ არა მხოლოდ ბანკი, არამედ ტექნოლოგიური კომპანიაც ვართ“, – აცხადებს „საქართველოს ბანკის“ ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ვაჟა მანტუა.

ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში აუცილებელი იყო IT-ინფრასტრუქტურის განახლებაც. ამაში კი ლოკომოტივის როლი ღია პროგრამული უზრუნველყოფის საერთაშორისო კომპანია SUSE-მა შეასრულა.

დღევანდელ ერთმანეთთან ჰიპერდაკავშირებულ მსოფლიოში ინოვაციები ვირტუალურია – მონაცემთა ცენტრებში, ე.წ. ღრუბლოვან სისტემებში და ა.შ. ყველაზე წარმატებული ბიზნესები კი ისინი ხდებიან, რომლებიც ღია და ერთმანეთთან თავსებადი ციფრული გადაწყვეტილებების კაპიტალიზაციას ახერხებენ, ეს მათ ინოვაციებისკენ უბიძგებს. სწორედ ამ პროცესებში უცხადებს SUSE ბიზნესებს მხარდაჭერას. გამონაკლისი არც „საქართველოს ბანკი“ იყო.

გამომდინარე იქიდან, რომ SUSE თავიდან ბოლომდე ღია და მრავლისმომცველი პლატფორმაა, ბიზნესებს აქვთ შესაძლებლობა, აირჩიონ ტექნოლოგიების მათზე მორგებული კომბინაცია და გადაწყვეტები, რათა თავიანთი წარმატებული მომავალი დააზღვიონ. SUSE-ში ამბობენ, რომ მათი მისიაა მომხმარებლების ინოვაციურობის ზრდა ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია.

ასე წარიმართა პროცესები „საქართველოს ბანკშიც“, რომელზეც თავად SUSE ჰყვება. კერძოდ, პლატფორმამ ე.წ. Case Study-ში აღწერა ყველა ის სარგებელი, რაც ბანკმა მათი მხარდაჭერით განხორციელებული ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის შედეგად მიიღო.

„’საქართველოს ბანკი’ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანიაა საქართველოში, რომელიც საბანკო და ფინანსურ სერვისებს ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტს სთავაზობს. ლონდონის საფონდო ბირჟაზე ის 250 ყველაზე მსხვილ და წარმატებულ კომპანიებს შორისაა, რომელიც 21.8 მლრდ ლარის აქტივებს მართავს, ასაქმებს 6 200-ზე მეტ ადამიანს და სახელგანთქმულია ციფრული საბანკო სერვისებით“, – წერს SUSE-ი „საქართველოს ბანკის“ შესახებ და დასძენს, რომ ბანკის პოპულარული მობაილ და ციფრული აპლიკაციების ავტორი 700 IT-პროფესიონალით დაკომპლექტებული ჯგუფია, რომელმაც კომპანიის საბანკო სისტემის ბირთვი, ციფრული და გადახდის არხები შექმნა.

თუმცა როგორ დაიწყო ყველაფერი? SUSE-ის მიერ „საქართველოს ბანკის“ შესახებ გამოქვეყნებულ ისტორიაში აღნიშნულია, რომ როდესაც „საქართველოს ბანკმა“ IT-ინფრასტრუქტურის შენება 2000-იან წლებში დაიწყო, მაშინ ეს ბანკს ფილიალში ოპერატორების მუშაობის მხარდაჭერისთვის სჭირდებოდა, 2010 წლიდან კი, როდესაც უკვე მობაილ და ონლაინ საბანკო სერვისებზე მოთხოვნა გაიზარდა, IT-განვითარების ჯგუფმა მიდგომა შეცვალა და აქცენტი მომხმარებელთა საჭიროებებისკენ მიმართა.

„თუმცა ამ ინფრასტრუქტურის შენარჩუნება შრომატევადი და ძვირი იყო, რაც დაბრკოლებას უქმნიდა არა მხოლოდ კომპანიის შესაძლებლობას, განევითარებინა ინოვაციური სერვისები, არამედ სერვისის უწყვეტობასაც აფერხებდა. როგორც ინოვაციებისადმი ერთგულმა ბიზნესმა, „საქართველოს ბანკმა“ იცოდა, რომ მისი შემდეგი გამოწვევა იქნებოდა, გამხდარიყო უფრო მოქნილი და რომ მისი ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა განვითარების ტემპის დასაჩქარებლად კიდევ უფრო გაფართოებულიყო“, – აღნიშნულია SUSE-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში.

„მოთხოვნის პიკურ პერიოდებში დიდი გამოცდილება მივიღეთ. ჩვენი საბანკო სისტემა არ იყო შექმნილი იმისთვის, რომ მობილური და ციფრული არხების გამოყენების შემთხვევების დიდი რაოდენობისთვის გაეძლო. ამიტომაც გვჭირდებოდა ჩვენი მასშტაბების ზრდა, რათა არსებული მოთხოვნა დაგვეკმაყოფილებინა”, – იხსენებს მანტუა.

პროცესში მნიშვნელოვანი ასპექტი იყო მომხმარებელთა პირადი მონაცემების დაცვაც.

„როგორც ბანკი, ჩვენ პასუხისმგებელი ვართ ჩვენი მომხმარებლების ინფორმაციის დაცვაზე. შესაბამისად, ჩვენ უსაფრთხოების ძალიან მკაცრი მოთხოვნები გვაქვს. ჩვენ უსაფრთხოების ყველა ასპექტის ერთი ადგილიდან მართვა გვინდოდა“, – ამბობს DevOps-განყოფილების ხელმძღვანელი „საქართველოს ბანკში“, ვაჟა ფირცხალაიშვილი და დასძენს, რომ ბანკმა სწორედ ამ გამოწვევის სწრაფად საპასუხოდ დაიწყო ტრადიციული საბანკო სისტემიდან ციფრულ ბანკად ტრანსფორმაცია.

სწორედ ამ პროცესში ჩნდება SUSE-იც. ტრანსფორმაციის დაჩქარების და ე.წ. ქლაუდ-სისტემაზე გადართვის მიზნით, ბანკი ეძებდა Kubernetes-ის მართვის გადაწყვეტას, რომელსაც კომპლექსური პროცესების აღსრულება უნდა უზრუნველეყო. ამიტომაც „საქართველოს ბანკმა“ Kubernetes-ქონების სამართავად SUSE Rancher-ი აირჩია. აღსანიშნავია, რომ Kubernetes-ს, როგორც Google-ის ტექნოლოგიას, დღეს „საქართველოს ბანკის“ გარდა იყენებენ ისეთი კომპანიები, როგორიცაა Netflix-ი, Adidas-ი, Pokemon-ი და სხვა.

SUSE Rancher-ის დამსახურებით ბანკმა დაინახა, რომ მონაცემთა გადამუშავება ხუთჯერ უფრო სწრაფად იყო შესაძლებელი, რის შედეგადაც იზრდებოდა ეფექტიანობაც, უსაფრთხოებაც და მასშტაბურობაც.

საერთო ჯამში ამ პროცესებმა ბანკს არაერთი უპირატესობა მისცა, მათ შორის დამუშავების 4-5-ჯერ უფრო სწრაფი დრო, მოთხოვნის პიკის დროს შეუფერხებელი ოპერირება, სისტემების მოთხოვნის მიხედვით მასშტაბირების ავტომატიზაცია და სხვა. ეს ბანკს კიდევ უფრო მეტად მოქნილს და ტექნოლოგიურად ადაპტირებულს ხდის, რაც საბოლოოდ მის 2,5 მლნ-ზე მეტ მომხმარებელზე დადებითად აისახება.

„ძირითადი მიზეზი, რის გამოც ჩვენ SUSE Rancher-ი ავირჩიეთ ისაა, რომ ის დამატებითი ფუნქციებით მდიდარია“, – ამბობს მანტუა. SUSE Rancher-ის სტრუქტურა IT-განყოფილებებს მასშტაბების დამატებითი ხარჯების გაწევის გარეშე ზრდის შესაძლებლობას აძლევს. „SUSE Rancher-ს სწორედ ის შემოთავაზებები აქვს, რაც ჩვენ გვჭირდება, უფრო მოქნილია და დამატებით ხელსაწყოებს გვთავაზობს, რაც პროცესებს გვიმარტივებს“, – ამბობს ფირცხალაიშვილიც. რაც მთავარია, მისივე თქმით, Kubernetes-ი და SUSE Rancher-ი შესაძლებლობას იძლევა, ეს განახლებები ბანკის გუნდმა ისე განახორციელოს, რომ პროცესში მომხმარებელი არ შეწუხდეს და საბანკო სერვისების მიწოდება არ შეფერხდეს.
წყარო: Forbes.ge

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები