მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით ჩოხატაურში რძის გადამამუშავებელი საამქრო შენდება

5f8419bd9a50a
ვიქტორია მღებრიშვილი
12.10.20 14:20
776
აგროსექტორის წახალისების მიზნით საქართველოს ბანკმა 73 000 ლარის მოცულობის ინვესტიცია განახორციელა, რაც ჩოხატაურის რაიონში, მაღალმთიან სოფელ ზოტში რძის გადამამუშავებელი საამქროს მშენებლობას მოხმარდება.

როგორც BM.GE-ის ბანკიდან აცნობეს, საამქრო მიმდინარე წლის ოქტომბრიდან დაიწყებს ოპერირებას, რისთვისაც ადგილობრივი მოსახლეობისგან შეიძენს რძეს, რაც მაღალმთიან სოფელში მცხოვრები ფერმერებისთვის დიდი შეღავათი იქნება, რადგან ხელს შეუწყობს მათ მიერ წარმოებული პროდუქციის ადგილზე რეალიზაციას.

პროქტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 200 000 ლარია. საამქროს მშენებლობის პროცესში უკვე 10 ადამიანია დასაქმებული. ოპერირების დაწყების შემდეგ საამქრო ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის.

„მოხარული ვართ, რომ კიდევ ერთი აგრომიმართულების ბიზნესის მხარდამჭერი ვართ. ჩვენთვის მცირე და საშუალო ბიზნესების, მათ შორის, ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა ერთ-ერთ უცვლელ პრიორიტეტად რჩება. ამჟამად ბანკის ჩართულობით ჩოხატაურის რაიონში, კერძოდ სოფელ ზოტში ახალი რძის გადამამუშავებელი საამქროს მშენებლობა ხორციელდება. მისი გახსნა ოქტომბრიდან იგეგმება. ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩვენი წვლილი მიგვიძღვის ქართული წარმოების განვითარებაში. საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს ამ მიმართულებით პროექტების მხარდაჭერას“, - განაცხადა "საქართველოს ბანკის" საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა მერაბ ახვლედიანმა.

ბანკის ინფორმაციით, საწყის ეტაპზე საწარმოში ყოველთვიურად დაახლოებით 15 ტონა რძის გადამუშავება, ასევე ყველისა და სულგუნის წარმოება იგეგმება. რეალიზაცია პირველ ეტაპზე განხორციელდება ჩოხატაურში, ოზურგეთში, ქობულეთსა და ბათუმში. სამომავლოდ საწარმო პროდუქციის გამრავალფეროვნების მიზნით მაწვნისა და არაჟნის წარმოებასაც გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები