მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით Fuckup Nights ბრუნდება

5fb4fce92f110
ვიქტორია მღებრიშვილი
18.11.20 14:55
981
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ხვალ Fuckup Nights საქართველო კარანტინში vol. 4 – “გზა სულ არის“ გაიმართება.

საქართველოს ბანკის ინფორმაციით, Tbilisi Startup Bureau და Impact Hub Tbilisi ღონისძიებას უკვე ოცდამეექვსედ მასპინძლობენ. მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, Fuckup Nights კვლავ ონლაინ რეჟიმში ჩატარდება.

ღონისძიებაზე მოწვეული სპიკერები დამსწრე აუდიტორიას საკუთარი მარცხის ისტორიებს გაუზიარებენ. ღონისძიების მომხსენებლები იქნებიან:

• მაშო მარგიშვილი, დიზაინერი // Masholand-ის აღმომჩენი;
• ზვიად სიჭინავა, Stack-ის ტექნიკური დირექტორი (CTO);
• ეკა ყიფიანი, JWT Metro-ს კრეატიული დირექტორი;
• დიმუ მენაბდე, street-food ანტრეპრენერი.

მომხსენებლების შესახებ უფრო დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: https://fb.me/e/3gjjIiC6U

Fuckup Nights საქართველო vol. 4 – „გზა სულ არის“ ღონისძებაზე დასწრება უფასოა, თუმცა, მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარ ვირტუალური ადგილის დაჯავშნა Linkedin ივენთზე ან Facebook ივენთზე.

ღონისძიების მოდერატორი ინოვაციების კონსულტანტი და ტექ ენთუზიასტი ნინუცა ნანიტაშვილია.

Fuckup Nights მოძრაობა 2012 წელს დაიწყო მექსიკაში და დღეისათვის უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 90 ქვეყანასა და 320 ქალაქში მიმდინარეობს. ეს არის გლობალური მოძრაობა და ღონისძიებების სერია, სადაც 4 წარმატებული ადამიანი საკუთარი პროფესიული მარცხის ისტორიებს ფართო აუდიტორიას უზიარებს.

Fuckup Nights Tbilisi ორგანიზებულია Tbilisi Startup Bureau-სა და Impact Hub Tbilisi-ის მიერ. მისი მთავარი პარტნიორი კი საქართველოს ბანკია. ასევე პროექტის მხარდამჭერები არიან Grant Thortnton Georgia, Kedari Ventures ● კედარი ვენჩერს, Wolt და ლუდი ქარვა ● Karva.
(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები