მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით „საკონდიტრო კომპანია“ ფართოვდება

60223534d54cb
ვიქტორია მღებრიშვილი
09.02.21 11:51
646
"საქართველოს ბანკი" ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერის ფარგლებში, შპს „საკონდიტრო კომპანიის“ საქმიანობის გაფართოებისა და ხელშეწყობის მიზნით, ბანკმა 150 000 დოლარის ინვესტიცია მოიზიდა.

როგორც BM.GE-ის საქართველოს ბანკიდან აცნობეს, პროექტის ჯამური ღირებულება 1 მლნ ლარს შეადგენს, რის ფარგლებშიც „საკონდიტრო კომპანიას“ სულ მალე ახალი საწარმო შეემატება. მისი მეშვეობით, კომპანია დღეში 350-400 კგ პროდუქციის წარმოებას და შეთავაზებული საკონდიტრო ასორტიმენტის კიდევ უფრო გამრავალფეროვნებას შეძლებს.

„საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების წახალისებას აქტიურად განაგრძობს. ჩვენი ფინანსური მხარდაჭერით, შპს „საკონდიტრო კომპანია“ ფართოვდება. მეტი სამუშაო ადგილების შექმნა და ადგილობრივი ბიზნესის გაძლიერება საქართველოს ბანკის უცვლელ პრიორიტეტად რჩება. შესაბამისად, მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა გვერდში დავუდგეთ და ჩვენი წვლილი შევიტანოთ კიდევ ერთი ბიზნესის, ამჯერად „საკონდიტრო კომპანიის“ სამომავლო განვითარებაში“, - განაცხადა საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა მერაბ ახვლედიანმა.

აღსანიშნავია, რომ ამჯერად კომპანია 10 ადამიანს ასაქმებს, პროდუქციის რეალიზება კი საქართველოს ყველა რეგიონში, მათ შორის „სანდომის“ ქსელში ხორციელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები