მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით უძრავი ქონების დაჯილდოება გაიმართა

BM.GE
31.10.22 10:28
287
უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაციის ქართული წარმომადგენლობის, FIABCI-Georgia-ს ორგანიზებით, უძრავი ქონების პროექტების პირველი ეროვნული დაჯილდოება გაიმართა. ღონისძიება პირველი იყო კავკასიის რეგიონის მასშტაბითაც. ჟიურის წევრებმა გამარჯვებულები 11 ნომინაციაში გამოავლინეს და მთავარი კრიტერიუმი ეკომეგობრული და მდგრადი პროექტების მხარდაჭერა იყო.

ასე გამოიყურება გამარჯვებულთა სია, შემდეგ ნომინაციებში:
• დაბალსართულიანი საცხოვრებელი შენობები (5 სართული და ნაკლები) - ოქროს გამარჯვებული - „კრწანისი რეზორთ რეზიდენსი“.
• საშუალო სიმაღლის საცხოვრებელი შენობები (5-დან 17 სართულამდე) - ოქროს გამარჯვებული - „დომუსი“
• კურორტი - ოქროს გამარჯვებული - „შუხმან ჯგუფი“;
• კურორტი- ვერცხლის გამარჯვებული - „ვილა რეზიდენსი“
• ენერგო ეფექტური და მწვანე პროექტები - ოქროს გამარჯვებული - „თბილის ჰილსი“; ვერცხლის გამარჯვებული - „დომუსი“
• მრავალფუნქციური კომპლექსი - ოქროს გამარჯვებული - „აქსის თაუერსი“
• რესტორანი - ოქროს გამარჯვებული - „ეთნო წისქვილი“
• სასტუმრო - ოქროს გამარჯვებული - ბუტიკური სასტუმრო „მანინო უწერა“; ვერცხლის გამარჯვებული - „შუხმან ვაინს შატო და სპა“;
• მდგრადი განვითარება - ოქროს გამარჯვებული - „მწვანე ქალაქი ლისზე“; ვერცხლის გამარჯვებული - „მეამა“
• საოფისე ფართები - ოქროს გამარჯვებული - „მეამა“; ვერცხლის გამარჯვებული - „აქსის თაუერსი“
• საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურა - ოქროს გამარჯვებული - „ბათუმის სტადიონი“, კომპანიები „სიემსი“ და „ანაგი“
• გენერალური გეგმა - ოქროს გამარჯვებული - „თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა“; ვერცხლის გამარჯვებული - „მწვანე ქალაქი ლისზე“

დაჯილდოების ფარგლებში სპეციალური ჯილდო სამ ნომინაციაში გაიცა. ესენია:
• FORBES WOMAN GEORGIA-ს ნომინაცია: გავლენიანი ქალი უძრავ ქონებაში - სიუზან გრინფილდი, FIABCI-ის მსოფლიო პრეზიდენტი;
• ჟურნალ სითის ნომინაცია: ინოვატორი არქიტექტორი - გიორგი ხმალაძე;
• PROPERTY GEORGIA-ს ნომინაცია: სამშენებლო-საინჟინრო კომპანია „იმპოსტი მეპ“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები