მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქართველოს ბანკის", "თიბისის" და "საქართველოს კაპიტალის" აქციების ფასი გაიზარდა

61cf0de9577d9
შოთა ტყეშელაშვილი
31.12.21 19:40
1004
ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველო სულ სამი კომპანიის - “თიბისი ბანკის”, “საქართველოს კაპიტალის” და “საქართველოს ბანკის” მეშვეობით არის წარმოდგენილი. როგორც ერთწლიან, ასევე ერთკვირიან ჭრილში ქართული კომპანიების აქციების ღირებულება გაზრდილია. უფრო დეტალურად ფასის ცვლილება ასეთი იყო:

"საქართველოს ბანკის" (BGEO) აქციების ღირებულება 2021 წლის განმავლობაში 36.7%-ით, ბოლო ერთ კვირაში კი 8.45%-ით გაიზარდა. ამჟამად ერთი აქცია 16.68 გირვანქა სტერლინგი ღირს. 

ბოლო ერთ კვირაში "საქართველოს ბანკის" საბაზრო კაპიტალიზაცია 69 მილიონი გირვანქა სტერლინგით გაიზარდა, შედეგად ბანკის საბაზრო კაპიტალიზაცია 820 მილიონ ფუნტამდე გაიზარდა. გასულ კვირაში საქართველოს ბანკის აქციებით ვაჭრობის მოცულობა 147,088 აქცია იყო. 

TBC PLC-ის აქციების ღირებულება 2021 წლის განმავლობაში 31.4%-ით გაიზარდა, ბოლო ერთ კვირაში კი 2.23%-ით. ამჟამად ერთი აქცია 16.50 გირვანქა სტერლინგი ღირს. 

ბოლო ერთ კვირაში "თიბისი ბანკის" საბაზრო კაპიტალიზაცია 20 მილიონი გირვანქა სტერლინგით გაიზარდა, შედეგად ბანკის საბაზრო კაპიტალიზაცია 910 მილიონ ფუნტამდე გაიზარდა. გასულ კვირაში თიბისი ბანკის აქციებით ვაჭრობის მოცულობა 102,503 აქცია იყო. 

"საქართველოს კაპიტალის” (CGEO) აქციების ღირებულება 2021 წლის განმავლობაში 33.3%-ით გაიზარდა, ბოლო ერთ კვირაში კი 12.28%-ით. ამჟამად ერთი აქცია 7.13 გირვანქა სტერლინგი ღირს. 

ბოლო ერთ კვირაში "საქართველოს კაპიტალის" საბაზრო კაპიტალიზაცია 41 მილიონი გირვანქა სტერლინგით გაიზარდა, შედეგად კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 336 მილიონ ფუნტამდე გაიზარდა. გასულ კვირაში საქართველოს კაპიტალის აქციებით ვაჭრობის მოცულობა 262,691 აქცია იყო. 

დღეს "საქართველოს კაპიტალმა" GWP-ის 225 მილიონ დოლარად გაყიდვის შესახებ გააკეთა განცხადება, რასაც კომპანიის აქციების ფასზე დადებითი გავლენა ჰქონდა. 

წყარო - Galt & Taggart

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები