მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს ბანკმა" „ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“ კონკურსში 2 ნომინაციაში გაიმარჯვა

BM.GE
25.10.22 14:25
210
ხარისხიანი განათლება, ღირსეული სამუშაო გარემო და ეკონომიკური ზრდა- საქართველოს ბანკმა ჯილდო „ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“ კონკურსში 2 ნომინაციაში მიიღო. "საქართველოს ბანკი" ამ კონკურსის გამარჯვებული უკვე მესამედ გახდა. ბანკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიმართულება კორპორაციული პასუხისმგებლობაა. მრავალი წლის განმავლობაში ამ კუთხით 100-ზე მეტი პროექტი განხორციელდა და კიდევ ბევრია დაგეგმილი. საქართველოს ბანკი გაეროს გლობალური შეთანხმების და გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წევრია, რომლის ორგანიზებით გამართულ კორპორაციული პასუხისმგებლობის კონკურსშიც 2 ჯილდო მოიპოვეს. კონკურსის ნომინაციები სრულ შესაბამისობაშია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან, რაც ასევე, საქართველოს ბანკის CSR სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია. 

სტუმარი: თამარ გოჩაშვილი - საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები