"საქართველოს ბანკის" „ტექნოლოგიების დღე“ მხოლოდ საინტერესო სიახლეებითა და ინფორმაციულობით არ იყო გამორჩეული, ღონისძიებაზე მისულმა 200-მდე სტუმარმა საჩუქრის სახით სპეციალურად მათთვის შექმნილი უნიკალური NFT მიიღო.
"საქართველოს ბანკის" მიერ შექმნილი NFT-კოლექციის ნახვა მსოფლიოს უმსხვილესი NFT-მარკეტის, OpenSea-ს საგამოფენო სივრცეშია შესაძლებელი.
BOG-ის გუნდის წევრებმა თითოეული სტუმრისთვის უნიკალური ტექ-გმირი შექმნეს, ციფრული ავატარები კი NFT-ის სახით ბლოკჩეინზე განათავსეს. NFT-ების მფლობელები ვირტუალური ავატარების გადატანას OpenSea-დან საკუთარ ციფრულ კოლექციებში შეძლებენ.
ბლოკჩეინზე განთავსებული NFT-ებით დამსწრე საზოგადოება სამუდამოდ გახდა Bank of Georgia Update-ის რიგით პირველი ღონისძიების ნაწილი.
გუშინ "საქართველოს ბანკის" წარმომადგენლებმა მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური სიახლეებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ამბიციური BOG-ის მობილბანკის სუპერ აპად გარდაქმნაა.
"საქართველოს ბანკის" სუპერ აპი თავის თავში იმ უამრავ სასარგებლო საბანკო და არასაბანკო სერვისს გააერთიანებს, რომელთაც მომხმარებელი სხვადასხვა პლატფორმების საშუალებით ყოველდღიურად იყენებს.
მობილბანკის აპლიკაციას დაემატება ისეთი ფუნქციური შესაძლებლობები, როგორიცაა: Marketplace, კრიპტოვალუტებით ვაჭრობა, ბილეთების შეძენა, ავტო და სამოგზაურო დაზღვევა, გადახდის ახალი მეთოდები და QR-ის გამოყენებით მობილური კომერცია.
გარდა ამისა, "საქართველოს ბანკი" გადახდის ახალი, ინოვაციური მეთოდის შექმნასაც აანონსებს. „ნაწილ-ნაწილის“ მეშვეობით მომხმარებელს ეძლევა საშუალება - სასურველი ნივთები იყიდოს დღეს, საფასურის გადახდა კი მომდევნო თვიდან დაიწყოს, თანაც ეტაპობრივად, ნაწილ-ნაწილ, ყოველგვარი პროცენტისა და საკომისიოს გარეშე.
BOG-ის სამომავლო გეგმების შესახებ ღონისძიების ჩანაწერის სრულად ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე.