"საქართველოს რესტორნებში ფასები ევროპულისას უახლოვდება"
BM.GE
11.07.22 15:35
• 409
სარესტორნე ბიზნესს საშუალოდ 30%-ით მოუწია ფასების გაზრდა - ამის შესახებ BM.GE-თან კომენტარი რესტორატორმა მერიკო გუბელაძემ გააკეთა. როგორც გუბელაძე ამბობს, გაძვირებული პროდუქციის ფონზე კვების ობიექტები კერძებზე ფასების დაჭერას ვეღარ ახერხებენ, შესაბამისად, მათ პერიოდულად ფასების ცვლილება უწევთ. ფასების კორექტორება მოუწია რესტორან თაშრეს მენეჯმენტსაც, სადაც ფასები 15-20%-ით გაიზარდა. როგორ აისახება გაზრდილი ფასები ბიზნესზე, მოსახლეობაზე და ტურიზმის სექტორზე?