მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ისეთი პოტენციალი აქვს, სხვა ქვეყნები იოცნებებდნენ"

60757f9760a59
სალომე მეცხვარიშვილი
13.04.21 22:40
3616
საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ისეთი პოტენციალი აქვს, რომელზეც სხვა ქვეყნები მხოლოდ იოცნებებდნენ,- ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩი რან გიდორი აცხადებს.

მისი თქმით, ისრაელისგან განსხვავებით საქართველოში უკეთესი კლიმატური პირობებია და ყველაფერი იზრდება. ელჩი ამბობს, რომ აქ ყველაფერი მარტივადაა და “როცა ყველაფერი მარტივია, ხანდახან ადამიანები აღარ თვლიან საჭიროდ, რომ ძალისხმევა დახარჯონ”.

“ისრაელს ყოველთვის ბრძოლა უწევდა, რათა სოფლის მეურნეობა შეექმნა და განევითარებინა, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის 60% უდაბნოა. ამ დროს კი საქართველოში იდეალური ნიადაგია, მშვენიერი კლიმატური პირობები და ბევრი წყალი, აქ ყველაფერი იზრდება. პრობლემა ისაა, რომ აქ ყველაფერი მარტივია და როცა ყველაფერი მარტივია, ხანდახან ადამიანები აღარ თვლიან საჭიროდ, რომ ძალისხმევა დახარჯონ. სოფლის მეურნეობის მიმართულებით საქართველოში, შეიძლება ითქვას, საარსებო მინიმუმზე მუშაობენ და აქ არ არის საუბარი ამ დარგიდან მოგების მიღებაზე. ქართველი ფერმერები ხანდახან ისე ფიქრობენ, როგორც ფერმერები იმის ნაცვლად, რომ იფიქრონ, როგორც ბიზნესმენებმა ან ანტრეპრენერებმა.

ამიტომ ვფიქრობ, საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგი უნდა დაიხვეწოს, უნდა გამოიყენონ მეტი აგროტექნოლოგია, რათა დარწმუნებული იყვნენ, რომ მიღებული მოგება იქნება ბევრად უფრო მაღალი”,- აცხადებს ელჩი.

ის ამბობს, რომ ბიუროკრატია ყველგან არსებობს და ეს ხელისშემშლელი ფაქტორი არ უნდა იყოს საქართველოში ინვესტორებისთვის. რან გიდორი ფიქრობს, რომ არც უცხოელებზე მიწის მიყიდვის აკრძალვაა რეალური ბარიერი იმ ადამიანებისთვის, ვინც ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარებით არის დაინტერესებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები