მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოში სპორტული სასტუმრო გაიხსნება" - ინვესტიცია $2.5 მლნ-ია

6205fbcd03aac
მარიამ იზორია
11.02.22 18:55
4403
საქართველოში $2.5 მლნ-იანი ინვესტიციით, სპორტული სასტუმრო “სანატორიუმი” გაიხსნება. პროექტის ავტორი კომპანია Green Energy-ს დამფუძნებელია.

როგორც bm.ge-ს დავით შვანგირაძემ განუცხადა, 3-სართულიანი სპორტული სასტუმრო “სანატორიუმი” წყალტუბოში  აშენდება და ის 50 ნომერს, ჩოგბურთის კორტებს, კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნებს გააერთიანებს. სასტუმროს მესამე სართული მთლიანად სპორტსმენებს დაეთმობათ, სადაც უცხოელი თუ ქართველი სპორტსმენები სპორტული შეკრებების მოწყობას შეძლებენ. აღსანიშნავია, რომ სასტუმრო სხვა დამსვენებლებსაც მოემსახურება.

“პროექტს სპროტული ტურიზმის განვითარების მიზნით ვახორციელებთ; შენობას მზის პანელებს მოვარგებთ და 130 კვტ სიმძლავრის მზის პანელებს დავამონტაჟებთ. “სანატორიუმი” იქნება სივრცე, სადაც ქართველი თუ უცხოელი სპორტსმენები სპორტული შეკრების თუ ტურნირების ჩატარებას შეძლებენ. სპორტსმენების გარდა, სხვა დამსვენებლებსაც მივიღებთ.

რაც შეეხება სასტუმროს დასრულების ვადებს, უახლოეს პერიოდში ფუნდამეტის ჩასხმას დავიწყებთ და ვფიქრობ, სპორტსმენების პირველ ნაკადს, დაახლოებით, 1 წელიწადში მივიღებთ. უნიკალური პროექტია, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ აქვს. ეს იქნება პირველი სპორტული ტურიზმის განვითარების პროექტი. ამ მიმართულების ათვისება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანას დიდ შემოსავალს მოუტანს”, - ამბობს Green Energy-ს დამფუძნებელი.

ინფორმაციისთვის, პროექტი ორგანიზაცია “აწარმოე საქართველოში” მხარდაჭერითა და ქართული ბანკების დახმარებით ხორციელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები