მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოში უნიკალური პროექტი ხორციელდება, მისი მსგავსი კავკასიონზე არ ყოფილა": სათავგადასავლო ტურიზმის ასოციაცია

61d67b23d45f1
მარიამ ადამია
07.01.22 00:00
10138
საქართველოში მსოფლიო ბანკის დახმარებით უნიკალურ პროექტზე მუშაობენ, რომელიც ჯუთასა და ომალოს ერთმანეთს დააკავშირებს. პროექტის ფარგლებში აშენდება შვიდი სამთო თავშესაფარი და ბილიკი, რომლის სიგრძე 204 კილომეტრი იქნება. ამის შესახებ BMG-ის სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების ასოციაციის დამფუძნებელმა, ჯონი კაპანაძემ განუცხადა, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს იქნება უნიკალური ქსელი იმ თვალსაზრისით, რომ შვიდი ღამის გატარებას ადამიანი სწორედ ამ სამთო-თავშესაფრებში შეძლებს, რომლებიც სპეციალური არქიტექტურითა და კონცეფციითაა დაპროექტებული.

“ასეთი გამოწვევის წინაშე საქართველოში არ ვყოფილვართ არასდროს, რადგან ყველა ქოხის საშენი მასალა ვერტმფრენით უნდა აიტანონ კავკასიონზე. ამიტომ არის ეს რთული და უნიკალური პროექტი, მსგავსი კავკასიონზე არ განხორციელებულა. მდინარეზე გადასასვლელი 65 ხიდი შენდება, ხოლო ღამისთევის წერტილებს შატილი და ასევე სოფლები - გირევი და ჯუთა წარმოადგენს”, -აღნიშნა ჯონი კაპანაძემ.

მისივე თქმით, ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა არაგვის დაცული ლანდშაფტი, ყაზბეგის ეროვნული პარკი, ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი, თუშეთის ეროვნული პარკი გადასერონ, როგორც ჯუთადან ომალოსკენ, ასევე პირიქით.

“ამ მარშრუტს დღემდე გადიან ადამიანები და დღემდე საკმაოდ მოთხოვნადია, უბრალოდ ღამისთევის შესაძლებლობა ამ დრომდე არ იყო და დაგვქონდა კარვები, მაგიდები, მთელი ინვენტარი. ხოლო აღნიშნული პროექტი, გზას და ლაშქრობას მეტად სასიამოვნოს და კომფორტულს გახდის. შეიძლება ადგილობრივ მოსახლეობას გაუჩნდეს კითხვა ან განცდა, რომ იმ სერვისს, რომელსაც აწოდებდნენ, ნაკლებად მოთხოვნადი იქნება, თუმცა ეს ასე არ იქნება, მეტიც უფრო მოთხოვნადი და საინტერესო გახდება”, - განაცხადა ჯონი კაპანაძემ.

სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების ასოციაციის დამფუძნებელი ვარაუდობს, რომ გასულ წლებში როდესაც კარგი მაჩვენებელი გვქონდა ამ მარშრუტზე და როცა საშუალოდ 3 ათასი ადამიანი გადადიოდა, ამ კონკრეტული ინფრასტრუქტურის შემდეგ, მინიმუმ 10 ათასი ადამიანი გაივლის და უფრო მეტად განვითარდება სტუმარმასპინძლობის სექტორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები