მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოში ზეთი 20-30%-ით გაძვირდა"

5f8052e5c27df
ინგა მურუსიძე
09.10.20 16:07
2980

საქართველოში ზეთის ფასი 20-30%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ bm.ge-ს იმპორტიორი კომპანია „ბარაქას“ ხელმძღვანელმა, გურამ ბროძელმა განუცხადა.

იმპორტიორი პროდუქტის გაძვირებას რამდენიმე ფაქტორს უკავშირებს. პირველი, ეს არის საერთაშორისო ბირჟებზე ფასების მატება, მეორე ეროვნული ვალუტის გაუფასურება საქართველოში და ასევე უკრაინაში, რომელიც ზეთის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია, მზესუმზირის პლანტაციების გადაწვა.

„ფასმა დაახლოებით 20-30%-ით მოიმატა, თუმცა ჯერჯერობით ეს მაინც საშუალო ფასია. მოსალოდნელია ცოტა კიდევ ზრდა, თუ არსებული კურსი შეიცვლება“, - განაცხადა ბროძელმა.

 

მსოფლიოში ზეთისა და ზეთოვანი კულტურების გაძვირებული ფასების შესახებ წერს გაეროს სურსათის ორგანიზაცია (FAO). ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, გასული თვის განმავლობაში მცენარეული ზეთის ღირებულება 6%-ით, ზეთოვანი კულტურების ფასი კი 7.8%-ით გაიზარდა მან 2018 წლის მაისის შემდგომ მაქსიმალურ მაჩვეებელს მიაღწია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები