მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სასტუმროს ყველა ნომერი დაკავებულია, ჯავშნებმა საგრძნობლად იმატა" – Castello Mare

60fc1ace2118b
მარიამ იზორია
24.07.21 19:00
2141
ზღვისპირა რეგიონში, ციხისძირში მდებარე სასტუმროს Castello Mare-ს მარკეტინგისა და გაყიდვების მენეჯერი bm.ge-სთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ სასტუმროში მაღალი დატვირთულობაა და ამ ეტაპისთვის ყველა ნომერი დაკავებულია. მანო კუჭუხიძის თქმით, სხვადასხვა შეზღუდვის მიუხედავად, ინდივიდუალურ ჯავშნებზე რაიმე სახის შეფერხება არ ჰქონიათ, თუმცა, ახალმა რეგულაციამ, რომლის მიხედვითაც კონფერენციებსა და ტრენინგებზე დასწრება მხოლოდ PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ არის შესაძლებელი, რამდენიმე კონფერენციის გაუქმება გამოიწვია.

„ამ ეტაპისთვის სასტუმროს ყველა ნომერი დაკავებულია, წინა წელთან შედარებით ჯავშნების რაოდენობამ საგრძნობლად იმატა, დამსვენებლებს შორის ძირითადად ქართველები არიან, თუმცა, გვყავს მეზობელი ქვეყნებიდანაც, ასევე უზბეკეთიდან, პოლონეთიდან. რაც შეეხება ფასებს, ხარჯები გაგვეზარდა, გაძვირდა პროდუქტი, კომუნალური გადასახადები, ამას გარდა თვიდან-თვემდე პერსონალის გატესტვა გვიწევს, რასაც სახელმწიფო არ ანაზღაურებს, ყველა ეს დამატებითი დანახარჯი ოთახის ღირებულებაზე ახდენს გავლენას, აქედან გამომდინარე, საფასო პოლიტიკის კორექტირება მოგვიწია, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამით მოგებას ვზრდით, ახლა ჩვენი მთავარი გამოწვევა ხარჯებსა და ფასებს შორის ბალანსის შენარჩუნებაა, რადგან მოგეხსენებათ დამსვენებელი ფასების მიმართ ძალიან სენსიტიურია“,- განმარტავს Castello Mare-ს მარკეტინგისა და გაყიდვების მენეჯერი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები