მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სახალხო აფთიაქმა“ ახალი სქემით, ფილიალის მენეჯერთან პარტნიორობით, აფთიაქი გახსნა

5fecaee98954e
BM.GE
30.12.20 20:44
1121
"სახალხო აფთიაქი“ ნერგავს მართვის ახალი სქემას, რომლის მიხედვითაც ფილიალის მენეჯერი აფთიაქის პარტნიორი, ანუ თანამფლობელი, ხდება.

ასეთი სქემით პირველი აფთიაქი გაიხსნა წალკაში. წალკაში აქამდე უკვე ჰქონდა ფილიალი "სახალხო აფთიაქს“, რომლის მენეჯერი, თათია იაგანაშვილი, წლების განმავლობაში აქტიურად მუშაობდა თავის ხელმძღვანელობაში არსებული ფილიალის განვითარებაზე. სწორედ ის ჩაერთო პირველი "სახალხო აფთიაქის“ მართვის ახალ სქემაში და მასთან თანამშრომლობით ფარმაცევტულმა კომპანიამ მეორე ფილიალიც გახსნა.

მართვის ასეთი მოდელი უპრეცედენტოა საქართველოში. სქემის დანერგვაზე "სახალხო აფთიაქმა“ საინვესტიციო კომპანია სინერჯი კაპიტალთან ერთად იმუშავა.

სინერჯი კაპიტალში აღნიშნავენ, რომ ინოვაციური მმართველობითი სქემის დანერგვის შესაძლებლობა "სახალხო აფთიაქის“ ორგანიზაციულმა კულტურამ მისცათ. კერძოდ, აფთიაქის მენეჯერები ტოპ-მენეჯმენტის მხრიდან აქამდეც დამოუკიდებლობისა და ნდობის მაღალი ხარისხით სარგებლობდნენ.

„პარტნიორობა გულისხმობს, მათთვის წილის გადაცემას 10%-დან 40 %-მდე, კონკრეტულად მათი აფთიაქის მოგების ზომის შესაბამისად. პროცესი ასეთია: პარტნიორი მენეჯერის შერჩევა ხდება (ორმხრივი შეთანხმებით), სახალხო აფთიაქისა და მენეჯერის მონაწილეობით იქმნება ცალკე შპს შერჩეულ აფთიაქზე. ახალ შპს-ში ნაწილდება წილი სახალხო აფთიაქსა და მენეჯერს შორის. 40%-მდე წილის ზრდა შესაძლებელია აფთიაქის შედეგების ზრდის შესაბამისად.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკუთრების შეგრძნებას უჩენს მენეჯერებს, რაც ყველაზე დიდი მოტივაციაა. ეს კი თავისთავად განაპირობებს იმას, რომ ბევრად მეტი ძალისხმევა და მონდომება ჩაიდოს ამ ადამიანებისგან უკეთესი შედეგის მისაღებად. მეორე, მხრივ, "სახალხო აფთიაქისთვის“ ეს არის დიდი შესაძლებლობა, რომ ასეთი მენეჯერების საშუალებით, ქსელი განავითაროს. პარტნიორ-მენეჯერები თავიანთი აფთიაქების გარშემო ტერიტორიების ათვისებას დაიწყებენ და თავის შპს-ში განავითარებენ ქსელს“, - თამარ ჯაბუა, სინერჯის პარტნიორი, "სახალხო აფთიაქის“ სტრატეგიული განვითარების მენეჯერი.

ახალი სქემით გახსნილ აფთიაქებს შორის, პირველი წალკის ფილიალია. ამ სქემაზე გადასასვლელად უკვე შერჩეულია 10-მდე ფილიალი და მენეჯერებისგანაც თანხმობა უკვე მიღებულია. ფარმაცევტული კომპანიის მიზანია, რომ 2022 წლისთვის ახალ სქემაში ჩართული რაც შეიძლება მეტი პარტნიორი ჰყავდეს.

R

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები