მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრი გახდება"

6362a3568e9cf
BM.GE
02.11.22 20:58
417
საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა პარლამენტს განსახილველად კანონპროექტი წარუდგინა, რომელიც „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს. 

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, აღნიშნულ კანონპროექტს პარლამენტმა 82 ხმით, მხარი ერთხმად დაუჭირა.

ვახტანგ ბაჩიაშვილის განცხადებით, ცვლილების მიზანია ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გაფართოება და საბჭოს მუდმივ წევრად სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის გათვალისწინება.

„ეს იქნება ორმხრივი სარგებელი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი სტრატეგიულ დონეზე იქნება ჩართული იმ გადაწყვეტილებების მიღებაში და საკოორდინაციო მექანიზმში, რასაც უსაფრთხოების საბჭო ახორციელებს, ამავდროულად საბჭოსთვისაც მნიშვნელოვანია იმ ინფორმაციის მიღება, რომელსაც კონკრეტული პოლიტიკის აღსრულების პროცესში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური და მისი ხელმძღვანელი ფლობს“, - განაცხადა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები