"სახელმწიფო ელექტროსისტემაში" პროკურატურა შევიდა, - ინფორმაციას, რომელიც პირველად სააგენტო "აქცენტმა" გაავრცელა, პროკურატურის პრესსამსახურში ადასტურებენ.
მათივე განმარტებით, საგამოძიებო ორგანო ელექტროსისტემით უკვე ერთი თვეა, თავად ორგანიზაციის მოთხოვნითვე დაინტერესდა.
„უკვე ერთი თვეა დავიწყეთ გამოძიება, თავად სახელმწიფო ელექტროსისტემის მოთხოვნის საფუძველზე. დეტალები არ ვიცი. მეტს ვერაფერს გეტყვით. დაწყებულია გამოძიება“, - გვითხრეს საგამოძიებო უწყებაში.
bm.ge სახელმწიფო ელექტროსისტემასთან დაკავშირებას ამ დრომდე ცდილობს. მათ პოზიციას მიღებისთანავე გამოვაქვეყნებთ.
ინფორმაციისთვიის: მთავრობამ სახელმწიფო საწარმოების რეფორმირება ჯერ კიდევ გიორგი გახარიას პრემიერობის დროს დააანონდა. ყოფილმა პრემიერმა ერთ-ერთი მთავრობის სხდომის დაწყებამდე თქვა, რომ ერთ-ერთი პირველი საწარმო, რომლის რეფორმირებაც დაიწყება, სახელმწიფო ელექტროსისტემა იქნება.
გახარიას მიერ დაწყებული რეფორმა გააგრძელა ირაკლი ღარიბაშილმაც. შექმნილია საბჭო, რომელსაც ფინანსთა მინისტრი ხელმძღვანელობს.
“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“, რომელიც 2023 წლამდე ოფიციალურად რეაბილიტაციის პროცესშია, 2018 და 2019 (30 მილიონი ლარი) წლები ფინანსური მოგებით დაასრულა.




























