მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სახელმწიფო უნივერსიტეტებს ბაკალავრიატზე სწავლის საფასურის დაწესება შეუძლიათ" - თსუ-ს რექტორი

6249a0223b0a6
მარიამ იზორია
03.04.22 19:51
5377
სახელმწიფო უნივერსიტეტებს 2021 წლის დეკემბრიდან სწავლის საფასურის დაწესება შეუძლიათ. პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ ForbesTalk-ში ისაუბრა და აღნიშნა, რომ საკითხი პარლამენტში თსუ-ს მოთხოვნით იქნა განხილული.

„ამ ქვეყანაში ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტი არაკონკურენტულ გარემოში იყო, რადგან კერძო უნივერსიტეტებისგან განსხვავევბით, ჩვენ ფასის დაწესების უფლება არ გვქონდა და სწავლის გადასახადი 2250 ლარს შეადგენდა. ჩვენ ამის გადახედვა მოვითხოვეთ და პარლამენტმაც გადწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც უკვე ბაკალავრიატზე ფასის დაწესების უფლება გვაქვს.

რისთვის არის კარგი ეს? თსუ არ არის მოგებაზე ორიენტირებულები, ჩვენ სასწავლო პროცესის სწორად წარმართვა გვაინტერესებს. მაგალითად ჩვენ გვაქვს რეგიონში ეკონომიკის საუკეთესო სკოლა ISET, სადაც სტუდენტების 55% 11 ქვეყნიდან ჩამოსული სტუდენტია. ეს სკოლა 100%-იან დასაქმებას უზრუნველჰყოფს და ISET-ის კურსდამთავრებულების ხელფასი 4-ჯერ უფრო მაღალია. ასეთი ხარისხიანი სწავლების გამო ISET-ის ხარჯი უზარმაზარია, რადგან ეკონომიკის მიმართულებით უცხოელი პროფესორის ჩამოყვანა ძვირი ჯდება, ეს კი კერძო უნივერსიტეტებთან არაკონკურენტულ გარემოში გვამყოფებდა. პრობლემა გამოსწორდა - ეს კარგია“, - ამბობს თსუ-ს რექტორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები