მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საზოგადოება და ბანკები" მომხმარებელს კიბერდანაშაულის შესახებ აფრთხილებს

6464ae82d5742
სალომე ხიდურელი
17.05.23 14:54
995
არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები“ საზოგადოებას ახალი კიბერდანაშაულის შესახებ აფრთხილებს. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ახალი სქემით, ბანკის მომხმარებლებს მოკლე ტექსტური შეტყობინება სხვადასხვა სერვისებზე დავალიანების შესახებ ატყობინებს და ყალბი ვებ-საიტის ბმულზე ბარათის მონაცემების შეყვანას სთხოვს.

„მაგალითად: NETFLIX-ის გადასახადი ან „საქართველოს ფოსტის“ სერვისის გადასახადი. მომხმარებელი გადადის ყალბ ბმულზე, შეჰყავს პირადი ინფორმაცია და ებმება მახეში, რადგან ბარათის მონაცემების გაზიარებისას კიბერთაღლითი მონაცემებს იპარავს.

ამის შემდეგ ის მოპარული ბარათის მონაცემებს ამატებს Apple/Google Pay Wallet-ში, რა დროსაც მომხმარებელს ეგზავნება SMS კოდი, ოპერაციის დადასტურებისთვის. სამწუხაროდ, მომხმარებელი ამ კოდსაც აზიარებს. კიბერდამნაშავე კი Wallet-ში დამატებული ბარათით ახორციელებს გადახდებს პოს-ტერმინალზე ან ელექტრონულ კომერციაში, ვებგვერდზე გადახდით”, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ბარათის მონაცემების მოპარვის პრევენციისათვის „საზოგადოება და ბანკები“ მომხმარებლებს რამდენიმე რჩევას უზიარებს:

• არ გადახვიდეთ საეჭვო ბმულზე
• დააკვირდით ბმულს, როგორც წესი, ოფიციალური აპლიკაციის/ვებგვერდის სიმბოლოებში განსხვავებაა
• თავად აკრიფეთ URL მისამართი და დააკვირდით საიტზე „ბოქლომს“ (უნდა იყოს დახურულ მდგომარეობაში)
• არასდროს არავის გაუზიაროთ პირადი საბანკო მონაცემები და ერთჯერადი კოდი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები